მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნაწილობრივი მობილიზაცია: ევროკომისია რუსებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემაზე მსჯელობს

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
თბილისი, 22 სექტემბერი − Sputnik. ევროკომისია, ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად, ჰუმანიტარული მოსაზრებით რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხს განიხილავს ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა ანიტა ჰიპერმა.

„სიტუაცია უპრეცედენტოა. უსაფრთხოების სფეროში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება გეოპოლიტიკურ ვითარებაზე... ჩვენ კონტაქტში ვართ ევროკავშირის ქვეყნებთან, ვაფასებთ სიტუაციას მხარდაჭერის გაწევისა და შემდეგი ეტაპისთვის მოსამზადებლად“, − აღნიშნა ჰიპერმა.

ამასთან, მისი თქმით, „ჰუმანიტარული ვიზების შესახებ ყველა მოთხოვნა ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული“.
მანამდე, მიმდინარე წლის 1 სექტემბერს პრაღაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ რუსეთთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმს შეაჩერებდნენ.
21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თქმით, უკრაინასთან საკონტაქტო ხაზის 1.000 კილომეტრიანი მონაკვეთის გასაკონტროლებლად ჯარში 300.000 რეზერვისტი იქნება გამოძახებული.
ყველა ახალი ამბავი
0