თბილისის მერიაში „საცობებთან" ბრძოლის ხერხს მიაგნეს

© photo: Sputnik / Stringer„საცობი" თბილისში
„საცობი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად თბილისის ქუჩებში საავტომობილო „საცობებმა" იმატა.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება, თუ ავტომობილების მფლობელები კვირაში ორჯერ ისარგებლებენ არა საკუთარი ავტომობილით, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, განაცხადა თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანისტული სამსახურის უფროსმა ვიქტორ წილოსანმა.
სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად თბილისის ქუჩებში საავტომობილო „საცობებმა" იმატა. გადატვირთულია საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, რადგან „საცობების" გამო გაიზარდა ლოდინის დრო.

„15%-ით რომ შემცირდეს ავტომობილების რაოდენობა და გადაადგილება, ეს ნიშნავს იმას, რომ ავტომობილები და, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაგეგმილი სიჩქარით გაივლიან", – განაცხადა წილოსანმა.

მისი თქმით, ქალაქის ქუჩებში ავტომობილების რაოდენობის შემცირება 15-20%-ით შესაძლებელი იქნება, თუ ავტომობილების მფლობელები კვირაში მაქსიმუმ ორი დღით უარს იტყვიან საკუთარი მანქანებით გადაადგილებაზე.
გზებზე „საცობების" გაზრდის გამო მერია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვერ ახორციელებს.
„დღევანდელი მდგომარეობა გვაჩვენებს, რომ ახლა პიკსა და ზღვარზე ვართ, ხოლო ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი გამოიწვევს ახალ შემაბრკოლებელ გარემოებას ავტომობილებისთვის თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის", – განაცხადა წილოსანმა.
კალაძე: მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი „საცობებისთვის", თუმცა ეს ქალაქისთვის კეთდება>>
უფრო ადრე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ გადაადგილების პრობლემა საგზაო ინფრასტრუქტურით არის გამოწვეული, რომელიც თბილისში ავტომობილების ამჟამინდელ რაოდენობაზე არაა გათვლილი.
მისი თქმით, თბილისში დაახლოებით 20 პრობლემური მარშრუტია, სადაც გზების შეზღუდული გამტარუნარიანობის გამო შეუძლებელია დაგეგმილი სამუშაოების დაახლოებით 30%-ის შესრულება. ანუ პიკის საათებში მოსახლეობას ორჯერ ნაკლები საზოგადოებრივი ტრანსპორტი ემსახურება, რაც ზრდის ლოდინის დროს და, შესაბამისად, ავტობუსები და მიკროავტობუსები გადავსებულია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0