მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„რაც შეიძლება მალე“: ევროკავშირი რეფერენდუმებს სანქციებით უპასუხებს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
თბილისი, 22 სექტემბერი − Sputnik. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს როგორც პირად, ასევე სექტორულ შეზღუდვებს, ევროკავშირი ახალი სანქციების შემოღებას შეძლებისდაგვარად მალე გეგმავს, განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა გაეროს მინისტერიალზე, რომელსაც ბლოკის 27-ვე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან.

„ჩვენ განვაგრძობთ და განვავითარებთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას იარაღის მიწოდებით. გარდა ამისა, შევისწავლით და მივიღებთ ახალ რესტრიქციებს − როგორც პერსონალურს, ისე სექტორულს“, − აღნიშნა ბორელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი სანქციების დაწესებას რაც შეიძლება მალე აპირებს იმ რეფერენდუმების საპასუხოდ, რომლებიც დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში დანიშნეს ადგილობრივმა პრორუსულმა ხელისუფლებებმა.
რეფერენდუმების ჩატარება 23-27 სექტემბერს დაიგეგმა, მისი მიზანი რუსეთის ფედერაციასთან შეერთებაა. უკრაინამ და დასავლეთმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი არ აღიარებენ რეფერენდუმების შედეგებს.
ყველა ახალი ამბავი
0