https://sputnik-georgia.com/20220921/kvaracxelias-mkvlelobis-saqme-dakavebuls-paromroba-sheeparda-270649572.html
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი დამნაშავედ ცნეს
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი დამნაშავედ ცნეს
Sputnik საქართველო
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის მოტივი დღემდე უცნობია. 21.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-21T17:00+0400
2022-09-21T17:00+0400
2022-09-21T21:19+0400
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260209141_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_3b34b46431074f219dc5b4ef57c22a36.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 წლის პროგრამისტ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული ირაკლი ბიბინეიშვილი დამნაშავედ ცნო და სამი წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.ქართული ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის შემქმნელის მკვლელობა თბილისში 2021 წლის 15 სექტემბერს მოხდა. „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას ვაჟს ათზე მეტი ტყვია ესროლეს. ბრალდებულების - აკო ჭელიძის და გიორგი კავილაძის იდენტიფიცირება ვიდეკამერების ჩანაწერებით მოხდა. ისინი სპეცოპერაციის შედეგად წყნეთში, მიტოვებულ სახლში 7 ოქტომბერს დააკავეს. აკო ჭელიძეს 17 წლით, ხოლო გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ჭელიძეს და კავილაძეს პატიმრობა შეეფარდათ>>>ბიბინეიშვილის საქმის განხილვისას თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა – დაკავებულისთვის ცნობილი იყო, რომ აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ მოკლეს ნიკა კვარაცხელია და მათზე ძებნა იყო გამოცხადებული. ამის მიუხედავად, მან დაფარა ბრალდებულთა ადგილსამყოფელი, არ შეატყობინა სამართალდამცველებს და დანაშაულის ჩამდენი პირები საცხოვრებელ სახლში შეიფარა.საქმის მასალების თანახმად, კავილაძე და ჭელიძე ბიბინეიშვილის სახლში 19 სექტემბერს, 02:03 საათზე მივიდნენ და მასპინძლის მიერ გამოძახებული ტაქსით მისი სახლი 16:00 საათზე დატოვეს.სამართალდამცველებმა მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბიბინეიშვილი მიმდინარე წლის 23 თებერვალს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა) წარედგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260209141_0:193:881:854_1920x0_80_0_0_370620a31940c487b9d662795efab89e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი დამნაშავედ ცნეს
17:00 21.09.2022 (განახლებულია: 21:19 21.09.2022) ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის მოტივი დღემდე უცნობია.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 წლის პროგრამისტ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული ირაკლი ბიბინეიშვილი დამნაშავედ ცნო და სამი წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ქართული ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის შემქმნელის მკვლელობა თბილისში 2021 წლის 15 სექტემბერს მოხდა. „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას ვაჟს ათზე მეტი ტყვია ესროლეს. ბრალდებულების - აკო ჭელიძის და გიორგი კავილაძის იდენტიფიცირება ვიდეკამერების ჩანაწერებით მოხდა. ისინი სპეცოპერაციის შედეგად წყნეთში, მიტოვებულ სახლში 7 ოქტომბერს დააკავეს. აკო ჭელიძეს 17 წლით, ხოლო გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.
ბიბინეიშვილის საქმის განხილვისას თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა – დაკავებულისთვის ცნობილი იყო, რომ აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ მოკლეს ნიკა კვარაცხელია და მათზე ძებნა იყო გამოცხადებული. ამის მიუხედავად, მან დაფარა ბრალდებულთა ადგილსამყოფელი, არ შეატყობინა სამართალდამცველებს და დანაშაულის ჩამდენი პირები საცხოვრებელ სახლში შეიფარა.
საქმის მასალების თანახმად, კავილაძე და ჭელიძე ბიბინეიშვილის სახლში 19 სექტემბერს, 02:03 საათზე მივიდნენ და მასპინძლის მიერ გამოძახებული ტაქსით მისი სახლი 16:00 საათზე დატოვეს.
სამართალდამცველებმა მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბიბინეიშვილი მიმდინარე წლის 23 თებერვალს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა) წარედგინა.