https://sputnik-georgia.com/20220415/kvaracxelias-mkvlelobashi-braldebulebs-patimroba-sheepardat-266006490.html
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ჭელიძეს და კავილაძეს პატიმრობა შეეფარდათ
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ჭელიძეს და კავილაძეს პატიმრობა შეეფარდათ
Sputnik საქართველო
მოსამართლის განცხადებით, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ჯგუფურად მოქმედებდნენ, რაც მოწმობს ბრალის ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს. 15.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-15T13:39+0400
2022-04-15T13:39+0400
2022-06-25T15:54+0400
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_58da268dac1f08c286879a90833de761.jpg
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროგრამისტ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძეს 17 წლით, ხოლო გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.მოსამართლე დავით მგელიაშვილმა აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამნაშავედ ცნო ნიკო კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. მოსამართლის განმარტებით, ჭელიძე და კავილაძე ჯგუფურად მოქმედებდნენ, მტკიცებულებები მოწმობს დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას, რისთვისაც ორივე ბრალდებული უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე არ დასწრებიან.აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე ასევე დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.ქართული ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის შემქმნელის, 22 წლის პროგრამისტის მკვლელობა თბილისში 2021 წლის 15 სექტემბერს მოხდა. „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას ვაჟს ათზე მეტი ტყვია ესროლეს. ბრალდებულების - აკო ჭელიძის და გიორგი კავილაძის იდენტიფიცირება ვიდეკამერების ჩანაწერებით მოხდა. ისინი სპეცოპერაციის შედეგად წყნეთში, მიტოვებულ სახლში 7 ოქტომბერს დააკავეს.როგორც გამოძიებამ დაადგინა, კავილაძე და ჭელიძე მკვლელობისთვის წინასწარ მოემზადნენ: შეიძინეს იარაღი, ნაქირავები ავტომობილით ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ.კავილაძე მანქანაში ელოდებოდა ჭელიძეს, რომელიც კვარაცხელიას მიუახლოვდა და ათზე მეტი ტყვია ესროლა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_9a8ca95f4f1dcbf16b947626b9bb6146.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ჭელიძეს და კავილაძეს პატიმრობა შეეფარდათ
13:39 15.04.2022 (განახლებულია: 15:54 25.06.2022) მოსამართლის განცხადებით, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ჯგუფურად მოქმედებდნენ, რაც მოწმობს ბრალის ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს.
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროგრამისტ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძეს 17 წლით, ხოლო გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
მოსამართლე დავით მგელიაშვილმა აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამნაშავედ ცნო ნიკო კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. მოსამართლის განმარტებით, ჭელიძე და კავილაძე ჯგუფურად მოქმედებდნენ, მტკიცებულებები მოწმობს დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას, რისთვისაც ორივე ბრალდებული უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.
განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე არ დასწრებიან.
აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე ასევე დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
ქართული ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის შემქმნელის, 22 წლის პროგრამისტის მკვლელობა თბილისში 2021 წლის 15 სექტემბერს მოხდა. „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას ვაჟს ათზე მეტი ტყვია ესროლეს. ბრალდებულების - აკო ჭელიძის და გიორგი კავილაძის იდენტიფიცირება ვიდეკამერების ჩანაწერებით მოხდა. ისინი სპეცოპერაციის შედეგად წყნეთში, მიტოვებულ სახლში 7 ოქტომბერს დააკავეს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, კავილაძე და ჭელიძე მკვლელობისთვის წინასწარ მოემზადნენ: შეიძინეს იარაღი, ნაქირავები ავტომობილით ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ.
კავილაძე მანქანაში ელოდებოდა ჭელიძეს, რომელიც კვარაცხელიას მიუახლოვდა და ათზე მეტი ტყვია ესროლა.