კრიმინალური ვითარება საქართველოში: დანაშაულების ტოპ-5

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2022
გამოწერა
მიმდინარე წლის შვიდ თვეში ქვეყანაში დაახლოებით 33,1 ათასი დანაშაული დაფიქსირდა.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. დანაშაულების რაოდენობა საქართველოში 2022 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე 5,1%-ით შემცირდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე.
უწყების ცნობით, ქვეყანაში შვიდ თვეში დაახლოებით 33,1 ათასი დანაშაული დაფიქსირდა, საიდანაც გახსნილია 56,5%.
სამინისტროს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5-5 ათასი დანაშაული ხდება. დანაშაულების პიკი ზაფხულზე მოდის.
ქვეყანაში ივლისში დაფიქსირდა 5,1 ათასი დანაშაული, აქედან 45% გახსნილია.
დანაშაულების ტოპ-5
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – 2022 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე პერიოდში დარეგისტრირდა ქურდობის დაახლოებით 10,1 ათასი ფაქტი, გახსნილია 53%.
მეორე ადგილზეა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული. ამ პერიოდში დაფიქსირდა 2,9 ათასი ასეთი დანაშაული, საიდანაც გახსნილია 91%.
მესამე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა მსგავსი 2,3 ათასი ფაქტი. გახსნილია 82,6%.
ყველაზე ხშირად ჩადენილი დანაშაულების ხუთეული ასე გამოიყურება:
ქურდობა – 10.098
ნარკოდანაშაული – 2.872
ოჯახური ძალადობა – 2.344
მუქარა – 2.098
სატრანსპორტო დანაშაული – 1.727.
ამას გარდა, შსს-ს მონაცემებით, ქვეყანაში შვიდი თვის განმავლობაში მოხდა 44 მკვლელობა, აქედან 17 - განსაკუთრებული სისასტიკით, 219 - ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 96 - გაუპატიურების შემთხვევა და 6 - ადამიანებით ვაჭრობის შემთხვევა.
რამდენი დაისაჯა
2022 წლის იანვარი–ივლისში სხვადასხვა დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 13.837 ადამიანი, საიდანაც 882-ს პირობითი სასჯელი მიესაჯა.
თბილისში სისხლის სამართლის პასუხისგებაში 4.460 ადამიანი მისცეს.
ამავე პერიოდში სხვადასხვა დანაშაულის შედეგად დაზარალებულად აღიარეს 10.545 ადამიანი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0