https://sputnik-georgia.com/20220921/awaris-avtoparki-axali-specteqnikit-seivso-270659803.html
აჭარის ავტოპარკს ახალი სპეცტექნიკა შეემატა - ფოტო
აჭარის ავტოპარკს ახალი სპეცტექნიკა შეემატა - ფოტო
Sputnik საქართველო
სპეცტექნიკის საერთო ღირებულება ერთ მილიონ ლარს აღემატება. 21.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-21T20:44+0400
2022-09-21T20:44+0400
2022-09-21T21:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
საქართველოს რეგიონები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/15/270654932_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_1d7faafb4d2df24ca5a2dccc3caaf817.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. აჭარის მუნიციპალიტეტებს ზამთრის სეზონზე საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საჭირო 5 ერთეული ახალი ტექნიკა გადაეცა. იუწყება აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი.ახალი მანქანების შესაძენად გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. ახალი ტექნიკა გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩაერთვება.აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მუნიციპალიტეტების მერებთან და აჭარის გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელ მამუკა თურმანიძესთან ერთად გაეცნო ახალი ტექნიკის მუშაობას, რომელიც მეწყრული პროცესების შედეგების ლიკვიდაციისთვისაც გამოიყენება.უწყების ინფორმაციით, დღეისათვის აჭარის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ტიპის საგზაო სამუშაოებს გზების დეპარტამენტის 80 ერთეული სპეცტექნიკა ასრულებს.გარდა ამისა, წელს საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის დამატებით 5 ახალი მანქანის შეძენაა დაგეგმილი.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/15/270654932_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_ec367d080dc7db192267f0f7d2ab5553.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , საქართველოს რეგიონები, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , საქართველოს რეგიონები, საზოგადოება
აჭარის ავტოპარკს ახალი სპეცტექნიკა შეემატა - ფოტო
20:44 21.09.2022 (განახლებულია: 21:47 21.09.2022) სპეცტექნიკის საერთო ღირებულება ერთ მილიონ ლარს აღემატება.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. აჭარის მუნიციპალიტეტებს ზამთრის სეზონზე საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საჭირო 5 ერთეული ახალი ტექნიკა გადაეცა. იუწყება აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ახალი მანქანების შესაძენად გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. ახალი ტექნიკა გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩაერთვება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მუნიციპალიტეტების მერებთან და აჭარის გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელ მამუკა თურმანიძესთან ერთად გაეცნო ახალი ტექნიკის მუშაობას, რომელიც მეწყრული პროცესების შედეგების ლიკვიდაციისთვისაც გამოიყენება.
უწყების ინფორმაციით, დღეისათვის აჭარის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ტიპის საგზაო სამუშაოებს გზების დეპარტამენტის 80 ერთეული სპეცტექნიკა ასრულებს.
გარდა ამისა, წელს საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის დამატებით 5 ახალი მანქანის შეძენაა დაგეგმილი.