უზენაესმა სასამართლომ 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელი უვადო პატიმრობაში დატოვა

CC BY 2.0 / Blogtrepreneur / Legal Gavel & Closed Law Bookმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2022
გამოწერა
საზარელი მკვლელობა თბილისში 2018 წლის თებერვალში მოხდა.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ქვეყნის უმაღლესმა ინსტანციამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უვადო პატიმრობა ძალაში დატოვა.
მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს.
ანა ნაცვლიშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, გამთენიისას თემქის დასახლებაში საკუთარ სახლთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს. ნათესავების თქმით, გოგონა სახლიდან ღამით სატელეფონო ზარის შემდეგ საშინაო ტანსაცმლით გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით პოლიციამ დააკავა ლადო გრიგალაშვილი, რომელიც მოკლულს ხვდებოდა.
პროკურატურამ თემქაზე 20 წლის გოგონას საშინელი მკვლელობის დეტალები გაასაჯაროვა>>>
გამოძიების ცნობით, გრიგალაშვილმა ახალგაზრდა ქალს დანით 33 ჭრილობა მიაყენა. თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით ანა ნაცვლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლადო გრიგალაშვილს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილება გრიგალაშვილმა ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ კი უზნესაეს სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, ორივე ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
ლადო გრიგალაშვილს ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში“) აქვს წარდგენილი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0