პროკურატურამ თემქაზე 20 წლის გოგონას საშინელი მკვლელობის დეტალები გაასაჯაროვა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილზე
საპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 20 წლის ანა ნაცვლიშვილს, რომელიც თებერვლის ბოლოს მოკლეს, 33 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მკვლელობისთვის დაკავებულის ბრალდება დაამძიმა მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მსხვერპლს, 20 წლის ანა ნაცვლიშვილს სხეულზე 33 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა.

ნაცვლიშვილი 22 თებერვალს, გამთენიისას თემქის დასახლებაში საკუთარ სახლთან ახლოს გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას დანით მიყენებული შვიდი შრილობა ჰქონდა. ნათესავების თქმით, გოგონა სახლიდან ღამით სატელეფონო ზარის შემდეგ საშინაო ტანსაცმლით გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით პოლიციამ დააკავა ლადო გრიგალაშვილი, რომელიც მოკლულს ხვდებოდა.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
25 წლის გოგოს მკვლელობისთვის ვეფხია ბაქრაძეს ბრალი დაუმძიმდა

„საქმე, ჭრილობების რაოდენობიდან გამომდინარე, 108-ე მუხლიდან („განზრახ მკვლელობა“) გადაკვალიფიცირდა 109-ე მუხლზე („განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში“)", — განაცხადა ოტიაშვილმა.

ადვოკატის თქმით, მსხვერპლს თავზეც კი აქვს ჭრილობები.

„ჭრილობები თავში რაღაც მჭრელი საგნით აქვს მიყენებული, მაგრამ არა დანით. ეს ნივთი ამოღებული არ არის, ხოლო სხვა ჭრილობები, ასევე თავზე, მიღებულია ცემენტის დიდ ბლოკზე დარტყმის შედეგად", — დასძინა ოტიაშვილმა.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ ის ალტერნატიული სასამართლო–სამედიცინო და კრიმინალისტური ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაცვლიშვილის გაუჩინარების შემდეგ მის საძებნელად ოჯახთან ერთად ამჟამად ბრალდებულიც გაემართა.

წინასწარი სასამართლო მოსმენა საქმეზე 22 მაისს არის დანიშნული.

თუ გრიგალაშვილს დამნაშავედ ცნობენ, მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. გამოძიების პერიოდში მას თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ყველა ახალი ამბავი
0