უნაყოფობის მკურნალობა საქართველოში შესაძლოა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიგინეკოლოგიის ცენტრი
გინეკოლოგიის ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
გამოწერა
ასეთი პროგრამის შექმნის აუცილებლობა ქვეყანაში უშვილო წყვილების რაოდენობის ზრდამ გააჩინა.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ასოციაცია „ერთად ახალი სიცოცხლისათვის" სახელმწიფო უწყებებთან უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამაზე მუშაობს, აღნიშნულია ორგანიზაციის პრეს-რელიზში.
ასეთი პროგრამის შექმნის აუცილებლობა ქვეყანაში უშვილო წყვილების რაოდენობის ზრდის გამო გაჩნდა. როგორც ასოციაციაში აღნიშნავენ, ამან ქვეყანაში არსებული რთული დემოგრაფიული ფონი კიდევ უფრო დაამძიმა.
დამხმარე რეპროდუქციული საშუალებების გამოყენება საკმაოდ ძვირია, ფინანსური ტვირთი იმდენად მძიმეა, რომ პაციენტთა უმეტესობას ასეთი არჩევანი არ აქვს, აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაციის „ერთად ახალი სიცოცხლისათვის" დირექტორის თამარ ქაჩლიშვილის განცხადებით, ასოციაციის მთავარი მიზანი უნაყოფობის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

მისი თქმით, მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამის შემუშავება ხანგრძლივი პროცესია და საჭიროებს შესაბამის მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოს, რათა პაციენტების უფლებები და ინტერესები იყოს დაცული, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ სფეროს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით.

იქიდან გამომდინარე, რომ რეპროდუქციული მკურნალობის შესახებ ქართულ ენაზე საკმაოდ მწირია ინფორმაცია, ასოციაციის „ერთად ახალი სიცოცხლისთვის" ინიციატივით პაციენტებისთვის შეიქმნა გზამკვლევი, რომელშიც პირველად ქართულ ენაზე მოთხრობილია დეტალური აღწერა უნაყოფობის მკურნალობის ეტაპების შესახებ.
ორგანიზაცია „ერთად ახალი სიცოცხლისთვის" 2021 წლის იანვარში შეიქმნა და მასში უნაყოფობის პრობლემის მქონე პაციენტები არიან გაერთიანებული. 2021 წლის დასაწყისში საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შეიმუშავა, სადაც 10.000-ზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა თანადაფინანსების პროგრამის შექმნის სურვილი.
უნაყოფობის მიზეზები ფსიქოსომატური თვალსაზრისით>>
მოგვიანებით საინიციატივო ჯგუფი „ერთად ახალი სიცოცხლისათვის" ასოციაციად ჩამოყალიბდა და პაციენტების საერთაშორისო ორგანიზაცია Fertility Europe-ს შეუერთდა. Fertility Europe ქოლგა ორგანიზაციაა, რომელიც 26 ქვეყნის უნაყოფობის პრობლემის მქონე პაციენტთა ასოციაციებს აერთიანებს.
ასოციაციის წარმომადგენლებმა უკვე გამართეს შეხვედრები როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ისე ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებთან. ამ საკითხზე კონსულტაციები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0