თელავში ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerთელავი
თელავი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
გამოწერა
ადგილობრივი ოსტატები გამოფენა–გაყიდვაზე ხალხური რეწვის მრავალფეროვან ნიმუშებს წარმოადგენენ.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. თელავში 24 და 25 სექტემბერს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა „ბაზარხანა“ გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები სოციალურ ქსელში.
ბაზრობა ღია ცის ქვეშ თელავის დრამატული თეატრის წინ, ერეკლე მეორის მოედანზე გაიმართება.
ადგილობრივი ოსტატები „ბაზარხანაზე“ ხალხური რეწვის მრავალფეროვან ნიმუშებს წარმოადგენენ: სამკაულებს, ტყავისა და ქსოვილის ნაკეთობებს, ნახატებს, ხის აქსესუარებს, სუვენირებს და სხვ.
ბაზრობა 13:00 საათზე გაიხსნება და 23:00 საათამდე გაგრძელდება. ღონისიებაზე დასწრება თავისუფალია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0