შეიარაღებული თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“: შსს განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიციის შენობა
საპატრულო პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
გამოწერა
დაუზუსტებელი ინფორმაციით, შენობაში ათამდე პირი იმყოფებოდა, რომლებიც ამ დრომდე შენობაში რჩებიან.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან არიან მობილიზებული, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პირველადი ინფორმაციით, ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა.
„საქართველოს ბანკის" ქუთაისის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მძარცველი დაახლოებით ერთი საათის წინ შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, შენობაში ათამდე პირი იმყოფებოდა, რომლებიც ამ დრომდე ბანკში რჩებიან.
უწყების ცნობით, პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია.
ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მასმედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0