„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმე - პოლიციამ ორი მძევალი გაათავისუფლა

© photo: Sputnik / Stringerმძევლების აყვანა „საქართველოს ბანკში", ქუთაისი
მძევლების აყვანა „საქართველოს ბანკში, ქუთაისი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
გამოწერა
ქუთაისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს – შეიარაღებული მძარცველი „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ ქუთაისში „საქართველოს ბანკის" შენობიდან, სადაც შეიარაღებული მძარცველია შეჭრილი, ორი ქალი გაათავისუფლა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი".
ქუთაისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. შეიარაღებული მძარცველი „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა. წინასწარი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფება. მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და ამისთვის ძალოვნებს სამი საათის ვადა მისცა.
მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უწყების შესაბამისი დანაყოფები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან არიან მობილიზებული.
შსს-ს განცხადებით, ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
2 მილიონი დოლარი: ბანკზე თავდამსხმელმა პირობები წამოაყენა>>
ამავე დროს, თვითმხილველებმა „რუსთავი 2"-ს განუცხადეს, რომ თავდამსხმელმა ბანკში მძევლების აყვანამდე ერთი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მასმედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს.
ყველა ახალი ამბავი
0