2 მილიონი დოლარი: ბანკზე თავდამსხმელმა მოთხოვნები წამოაყენა

© photo: Sputnik / Stringer2 მილიონი დოლარი: ბანკზე თავდამსხმელმა მოთხოვნები წამოაყენა
2 მილიონი დოლარი: ბანკზე თავდამსხმელმა მოთხოვნები წამოაყენა - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. შეიარაღებული პირი, რომელიც ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა, ორ მილიონ დოლარს ითხოვს, ფაქტის ამსახველი ვიდეო რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმა დღეს, დილით მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდასხმის დროს შენობაში ათამდე პირი იმყოფებოდა.
ვიდეოკადრებში, რომელიც, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა მძევალმა გაავრცელა, ისმის თავდამსხმელის ხმა, რომელიც მოითხოვს აღნიშნული თანხის 3 საათში მიტანას.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0