საგარეო სავაჭრო ბრუნვა იზრდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო

© photo: Sputnik / Stringerბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
გამოწერა
მიმდინარე წლის რვა თვეში ყველაზე მეტად ელექტროენერგიის ექსპორტი გაიზარდა.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–აგვისტოში 36,6%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და 11,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
აღნიშნულ პერიოდში ექსპორტმა შეადგინა 3,6 მლრდ დოლარი. ეს გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 37%-ით მეტია.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული იყო 8 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის იანვარი–აგვისტოს მაჩვენებელზე 36,5%-ით მეტია.
საპარლამენტო კომიტეტებმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესწორებები მოიწონეს>>>
2022 წლის რვა თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 36,2%-ით მეტია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.
2022 წლის იანვარი–აგვისტოში ყველაზე მეტად გაიზარდა ელექტროენერგიის (398,5%), აზოტის სასუქის (239%), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (125,4%), მსუბუქი ავტომობილების (67,3%) ექსპორტი.
ამასთან, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაეცა მინერალური წყლების (27,8%) და სპირტიანი სასმელების (1,5%) ექსპორტი.
შეღავათები ექსპორტზე: საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა>>>
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
საანგარიშო პერიოდში გაიზარდა სამშენებლო–საგზაო ტექნიკის (94,4%) და ნავთობპროდუქტების (77,4%) იმპორტი.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის რვა თვეში 1,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15%-ია.
თურქეთის შემდეგ მოდიან რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და აშშ.
საქართველოს სავაჭრო პარტრნიორების ათეულში არიან ასევე სომხეთი, ბულგარეთი, გერმანია, უკრაინა და რუმინეთი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0