https://sputnik-georgia.com/20220909/cvlilebebi-saqartvelosa-da-turqets-soris-vawrobasi-270287895.html
შეღავათები ექსპორტზე: საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა
შეღავათები ექსპორტზე: საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა
Sputnik საქართველო
ამიერიდან საქართველო შეღავათებს მიიღებს იმ პროდუქციაზე, რომლებზეც ექსპორტისას აქამდე შეღავათი არ ვრცელდებოდა. 09.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-09T18:50+0400
2022-09-09T18:50+0400
2022-09-09T21:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/05/44/054486_0:125:1200:800_1920x0_80_0_0_d8da5b3187383ec8186cb4cbf6fa334d.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა. ახალ შეთანხმებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეთ მუშმა მოაწერეს ხელი.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები შეეხება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სატარიფო ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატებას.კერძოდ, საქართველო კვოტის ფარგლებში მიიღებს შეღავათებს იმ სახის პროდუქციაზე, რომლებზეც თურქეთში ექსპორტისას აქამდე შეღავათი არ ვრცელდებოდა.აღსანიშნავია, რომ ამავე გადაწყვეტილების თანახმად, თურქეთის მხრიდან კვოტები ასევე გაიზარდა თაფლზე, ვაშლზე და ღვინოზე.როგორც სამინისტროში განაცხადეს, გაფორმებული ხელშეკრულებები საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია.საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 2008 წლის 1 ნოემბრიდან და იმ პერიოდისთვის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების ფორმატიდან გამომდინარე გავრცელდა მხოლოდ საქონლით ვაჭრობაზე. 2016 წლიდან მიმდინარეობდა მუშაობა თურქულ მხარესთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ტარიფების ნაწილში ცვლილებების შეტანისა და შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატების საკითხებზე.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/05/44/054486_66:0:1133:800_1920x0_80_0_0_3b4090686e0e4385cf99e771ad11f482.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
შეღავათები ექსპორტზე: საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა
18:50 09.09.2022 (განახლებულია: 21:51 09.09.2022) ამიერიდან საქართველო შეღავათებს მიიღებს იმ პროდუქციაზე, რომლებზეც ექსპორტისას აქამდე შეღავათი არ ვრცელდებოდა.
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა. ახალ შეთანხმებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა მეჰმეთ მუშმა მოაწერეს ხელი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები შეეხება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სატარიფო ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატებას.
კერძოდ, საქართველო კვოტის ფარგლებში მიიღებს შეღავათებს იმ სახის პროდუქციაზე, რომლებზეც თურქეთში ექსპორტისას აქამდე შეღავათი არ ვრცელდებოდა.
„დღეს გაფორმებული გადაწყვეტილების ამოქმედების შემდგომ საქართველოდან თურქეთში ექსპორტისას კვოტის ფარგლებში ნულოვანი ტარიფით შესვლის შესაძლებლობა მიეცა ისეთ სასაქონლო პოზიციებს, როგორებიცაა: ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, საქონლის ხორცი, მწვანე ჩაი, ხილის ჩირი, კივი, ლიმონი, დაკონსერვებული პომიდორი და საკვები ინგრედიენტები“, — ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ ამავე გადაწყვეტილების თანახმად, თურქეთის მხრიდან კვოტები ასევე გაიზარდა თაფლზე, ვაშლზე და ღვინოზე.
როგორც სამინისტროში განაცხადეს, გაფორმებული ხელშეკრულებები საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია.
საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 2008 წლის 1 ნოემბრიდან და იმ პერიოდისთვის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების ფორმატიდან გამომდინარე გავრცელდა მხოლოდ საქონლით ვაჭრობაზე. 2016 წლიდან მიმდინარეობდა მუშაობა თურქულ მხარესთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ტარიფების ნაწილში ცვლილებების შეტანისა და შეთანხმებაში მომსახურების სექტორის დამატების საკითხებზე.