https://sputnik-georgia.com/20220920/ratom-ver-ralatobs-qartuli-rvino-rusul-bazars-270584340.html
რატომ ვერ ღალატობს ქართული ღვინო რუსულ ბაზარს
რატომ ვერ ღალატობს ქართული ღვინო რუსულ ბაზარს
Sputnik საქართველო
საქართველო რუსების ცნობიერებაში არის ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ კეთილი, სტუმართმოყვარე ადამიანები, რომლებიც აყენებენ გემრიელ ღვინოს და სტუმრებს უმასპინძლდებიან... 20.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-20T11:17+0400
2022-09-20T11:17+0400
2022-09-20T17:11+0400
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
ქართული ღვინო
საქართველო
პრეს-ცენტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268640156_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_09f696aa39ec0f4964c4a84340d78606.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. რუს მომხმარებელს ქართული ღვინისადმი გენეტიკური სიყვარული აქვს, ამიტომ სარგებლობს ეს პროდუქტი ასეთი პოპულარობით რუსეთში, მიიჩნევს ანალიტიკური ჯგუფი „ალკოექსპერტის" ხელმძღვანელი იური იუდიჩი.ამის შესახებ მან „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.ექსპერტის თქმით, საქართველოს რეპუტაცია რუსების ცნობიერებაში უკიდურესად დადებითია – ესაა ქვეყანა, სადაც კეთილი, სტუმართმოყვარე ადამიანები ცხოვრობენ, აყენებენ გემრიელ ღვინოს და იმით მასპინძლობენ სტუმრებს.„ეს ადამიანების გონებაშია გამჯდარი და ამას ვერაფერი შეცვლის, ვერც დრო, ვერც პოლიტიკური ვითარება. საქართველო წარმატებით იყენებს ამ განწყობას და ლიდერთა შორისაა მოხმარებისა და იმპორტის მხრივ რუსეთში", – აღნიშნა იუდიჩმა.მან დაამატა, რომ საუბარია არა მხოლოდ უფროს თაობაზე, რომელსაც უყვარს ქართული ღვინო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან, არამედ ახალგაზრდებზეც, რომლებიც ახლა დიდი სიამოვნებით მიდიან საქართველოში ტურისტული მიზნებით.„ახალგაზრდა რუს მომხმარებელს ღვინო რომ შესთავაზო სხვადასხვა ქვეყნიდან, ლოიალობა საქართველოსადმი მაინც მაღალი იქნება, რადგან ვიცით არა მხოლოდ ის საქართველო, რომელიც ცოცხლობს 50+ ადამიანების ცნობიერებაში, არამედ ახალი საქართველოც – თანამედროვე, სტუმართმოყვარე ქვეყანა", – განაცხადა ექსპერტმა.იუდიჩმა კომენტარი გააკეთა ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებაზე ღვინის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირების შესახებ.საქართველო ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებას ახდენს: მინისტრის განცხადება>>მან აღნიშნა, რომ რუსული ბაზრის შეცვლა ქვეყანას გაუჭირდება, რადგან ქართულ ღვინოს განსაკუთრებული წარდგენა რუსეთში არ სჭირდება, ხოლო კონკურენცია ევროპაში „მძიმეწონოსან" ღვინის მწარმოებლებთან, როგორებიც არიან საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია, რთული იქნება.„ამ „მძიმეწონოსნებსაც" არ სძინავთ, მათ აქვთ თავიანთი ღვინო ჭარბად, რომლის გაყიდვაც მთელ მსოფლიოში უნდათ", – განაცხადა იუდიჩმა.ქართული ღვინის ექსპორტში რუსეთს ლიდერის პოზიცია უკავია. საქართველოდან რუსეთში 2022 წლის იანვარი–ივლისში 26,8 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო გავიდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268640156_211:0:2428:1663_1920x0_80_0_0_636cc2b2f5287718867cd66249c83fb3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, ქართული ღვინო, საქართველო, პრეს-ცენტრი
ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, ქართული ღვინო, საქართველო, პრეს-ცენტრი
რატომ ვერ ღალატობს ქართული ღვინო რუსულ ბაზარს
11:17 20.09.2022 (განახლებულია: 17:11 20.09.2022) საქართველო რუსების ცნობიერებაში არის ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ კეთილი, სტუმართმოყვარე ადამიანები, რომლებიც აყენებენ გემრიელ ღვინოს და სტუმრებს უმასპინძლდებიან, აღნიშნა ექსპერტმა.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. რუს მომხმარებელს ქართული ღვინისადმი გენეტიკური სიყვარული აქვს, ამიტომ სარგებლობს ეს პროდუქტი ასეთი პოპულარობით რუსეთში, მიიჩნევს ანალიტიკური ჯგუფი „ალკოექსპერტის" ხელმძღვანელი იური იუდიჩი.
ამის შესახებ მან „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რუსული ბაზარი კვლავ აქტუალურია ქართული ღვინისთვის თავისი გენეტიკური მეხსიერებით – რუსეთში ხომ ვერავის გადაარწმუნებ იმაში, რომ ქართული ღვინო საუკეთესოა", – განაცხადა იუდიჩმა.
ექსპერტის თქმით, საქართველოს რეპუტაცია რუსების ცნობიერებაში უკიდურესად დადებითია – ესაა ქვეყანა, სადაც კეთილი, სტუმართმოყვარე ადამიანები ცხოვრობენ, აყენებენ გემრიელ ღვინოს და იმით მასპინძლობენ სტუმრებს.
„ეს ადამიანების გონებაშია გამჯდარი და ამას ვერაფერი შეცვლის, ვერც დრო, ვერც პოლიტიკური ვითარება. საქართველო წარმატებით იყენებს ამ განწყობას და ლიდერთა შორისაა მოხმარებისა და იმპორტის მხრივ რუსეთში", – აღნიშნა იუდიჩმა.
მან დაამატა, რომ საუბარია არა მხოლოდ უფროს თაობაზე, რომელსაც უყვარს ქართული ღვინო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან, არამედ ახალგაზრდებზეც, რომლებიც ახლა დიდი სიამოვნებით მიდიან საქართველოში ტურისტული მიზნებით.
„ახალგაზრდა რუს მომხმარებელს ღვინო რომ შესთავაზო სხვადასხვა ქვეყნიდან, ლოიალობა საქართველოსადმი მაინც მაღალი იქნება, რადგან ვიცით არა მხოლოდ ის საქართველო, რომელიც ცოცხლობს 50+ ადამიანების ცნობიერებაში, არამედ ახალი საქართველოც – თანამედროვე, სტუმართმოყვარე ქვეყანა", – განაცხადა ექსპერტმა.
იუდიჩმა კომენტარი გააკეთა ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებაზე ღვინის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების შემცირების შესახებ.
მან აღნიშნა, რომ რუსული ბაზრის შეცვლა ქვეყანას გაუჭირდება, რადგან ქართულ ღვინოს განსაკუთრებული წარდგენა რუსეთში არ სჭირდება, ხოლო კონკურენცია ევროპაში „მძიმეწონოსან" ღვინის მწარმოებლებთან, როგორებიც არიან საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია, რთული იქნება.
„ამ „მძიმეწონოსნებსაც" არ სძინავთ, მათ აქვთ თავიანთი ღვინო ჭარბად, რომლის გაყიდვაც მთელ მსოფლიოში უნდათ", – განაცხადა იუდიჩმა.
ქართული ღვინის ექსპორტში რუსეთს ლიდერის პოზიცია უკავია. საქართველოდან რუსეთში 2022 წლის იანვარი–ივლისში 26,8 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო გავიდა.