https://sputnik-georgia.com/20220418/saqartvelo-rvinis-bazrebis-diversificirebas-axdens-ministris-gancxadeba-266069866.html
საქართველო ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებას ახდენს: მინისტრის განცხადება
საქართველო ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებას ახდენს: მინისტრის განცხადება
Sputnik საქართველო
ხელისუფლება მრავალ ქვეყანაში აფინანსებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს: დეგუსტაციებისა და გამოფენების სახით.
2022-04-18T19:28+0400
2022-04-18T19:28+0400
2022-04-18T22:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ღვინო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24677/55/246775550_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_b75f81695730c4cf1d53ce44192e98fe.jpg
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. ბაზრების დივერსიფიკაციისთვის გაწეულმა სამუშაოებმა საქართველოს საშუალება მისცა შეემცირებინა ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.2021 წელს საქართველომ 107 მილიონი ბოთლი (0,75ლ) ღვინო გაიტანა ექსპორტზე 62 ქვეყანაში, საიდანაც რუსეთზე 62,1 მლნ ბოთლი მოდიოდა.მისი თქმით, ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც სახელმწიფო აწარმოებს.„ეს არის იმ პოლიტიკის და იმ ღონისძიებების დამსახურება, რასაც სახელმწიფო აკეთებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მეწარმეებთან ერთად. ჩვენ წლების განმავლობაში ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციისთვის ვახორციელებთ შესაბამის პროექტებს, რომელშიც ჩართულია ღვინის ეროვნული სააგენტო. ყოველწლიურად დაახლოებით 10-12 მილიონი ლარი იხარჯება ამ მიმართულებით“, – განაცხადა შამუგიამ.როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყება აფინანსებს სხვადასხვა ღონისძიებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში – დეგუსტაციებს, გამოფენებს. გარდა ამისა, შარშან შემუშავდა პროექტი, რომელიც მეწარმეებისთვის მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებას გულისხმობს.„ეს არის დამატებითი შეთავაზება მეწარმეებისთვის, რომ მათ მარკეტინგული ხარჯები ღვინის პოპულარიზაციისთვის თვითონ გაიღონ იმ კონკრეტულ ქვეყნებში, სადაც ინტერესი აქვთ. ჩვენ მათ დავუფინანსებთ გაწეულ ხარჯებს, თუ, რა თქმა უნდა, დააკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომელიც დადგენილებით არის განსაზღვრული“, – განაცხადა შამუგიამ.მისი თქმით, ეს მეწარმეებს ახალი ბაზრების ათვისებაში დაეხმარება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24677/55/246775550_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_6eb41c05fb6df20197dec12eff4612e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ღვინო ბაზრები დივერსიფიცირება მინისტრი განცხადება
საქართველო ღვინო ბაზრები დივერსიფიცირება მინისტრი განცხადება
საქართველო ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებას ახდენს: მინისტრის განცხადება
19:28 18.04.2022 (განახლებულია: 22:55 18.04.2022) ხელისუფლება მრავალ ქვეყანაში აფინანსებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს – დეგუსტაციებსა და გამოფენებს.
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. ბაზრების დივერსიფიკაციისთვის გაწეულმა სამუშაოებმა საქართველოს საშუალება მისცა შეემცირებინა ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
2021 წელს საქართველომ 107 მილიონი ბოთლი (0,75ლ) ღვინო გაიტანა ექსპორტზე 62 ქვეყანაში, საიდანაც რუსეთზე 62,1 მლნ ბოთლი მოდიოდა.
„80-პროცენტიანი დამოკიდებულება გვქონდა ღვინის ექსპორტის კუთხით რუსეთის ბაზარზე და ეს რიცხვი შემცირდა 57 პროცენტამდე“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც სახელმწიფო აწარმოებს.
„ეს არის იმ პოლიტიკის და იმ ღონისძიებების დამსახურება, რასაც სახელმწიფო აკეთებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მეწარმეებთან ერთად. ჩვენ წლების განმავლობაში ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციისთვის ვახორციელებთ შესაბამის პროექტებს, რომელშიც ჩართულია ღვინის ეროვნული სააგენტო. ყოველწლიურად დაახლოებით 10-12 მილიონი ლარი იხარჯება ამ მიმართულებით“, – განაცხადა შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყება აფინანსებს სხვადასხვა ღონისძიებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში – დეგუსტაციებს, გამოფენებს. გარდა ამისა, შარშან შემუშავდა პროექტი, რომელიც მეწარმეებისთვის მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებას გულისხმობს.
„ეს არის დამატებითი შეთავაზება მეწარმეებისთვის, რომ მათ მარკეტინგული ხარჯები ღვინის პოპულარიზაციისთვის თვითონ გაიღონ იმ კონკრეტულ ქვეყნებში, სადაც ინტერესი აქვთ. ჩვენ მათ დავუფინანსებთ გაწეულ ხარჯებს, თუ, რა თქმა უნდა, დააკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომელიც დადგენილებით არის განსაზღვრული“, – განაცხადა შამუგიამ.
მისი თქმით, ეს მეწარმეებს ახალი ბაზრების ათვისებაში დაეხმარება.