რა საკითხები განიხილა პრემიერმა ღარიბაშვილმა გაეროს გენმდივანთან შეხვედრაზე

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი და ანტონიუ გუტერეში
ირაკლი ღარიბაშვილი და ანტონიუ გუტერეში - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
გამოწერა
ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიოში არსებული ვითარება და გამოწვევები იყო ნიუ-იორკში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშის შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხს. ხაზგასმით აღინიშნა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საქართველოს მთავრობის მეთაურის ძალისხმევით მიღწეული შეთანხმება, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი, თავის მხრივ, აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა.

„პრემიერ–მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მედიატორის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ აფასებს გაეროს მონაწილეობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ამასთან აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგული.
ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ცნობით, ღარიბაშვილი სესიის დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0