თავდასხმა „საქართველოს ბანკზე": ცნობილი გახდა მძევლების ზუსტი რაოდენობა

© photo: Sputnik / Stringerმძევლების აყვანა „საქართველოს ბანკში“, ქუთაისი
მძევლების აყვანა „საქართველოს ბანკში“, ქუთაისი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
გამოწერა
ბანკის შენობაში შეჭრილი თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონ დოლარს ითხოვს.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. „საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალის შენობაში ამ დროისათვის მძევლად რჩება 12 პირი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა დღეს, დილით მოხდა. თავდამსხმელი 2 მლნ დოლარს ითხოვს.
ვიდეოკადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა მძევალმა გაავრცელა, ისმის თავდამსხმელის ხმა, რომელიც მოითხოვს აღნიშნული თანხის მიტანას 3 საათში.
„სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი (მძევლების) სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
„საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის ოთხი მუხლით დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მასმედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს.
ყველა ახალი ამბავი
0