მოთამაშე მერყევი ფსიქიკით და ვალებით: მასმედიამ ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა გაარკვია

© photo: Sputnik / Stringerბანკზე თავდასხმა ქუთაისში
ბანკზე თავდასხმა ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
გამოწერა
ტელეარხის ინფორმაციით, მამაკაცს დიდი ვალები აქვს, რომლებიც კაზინოში წაგების გამო დაუგროვდა.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა" თავის წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია ქუთაისში „საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის ვინაობა.
ტელეარხის ცნობით, მამაკაცს დიდი ვალები აქვს, რომლებიც კაზინოში წაგების გამო დაუგროვდა.
ტელეკომპანიის ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ სავარაუდო ბოროტმოქმედის ვინაობას არ დაასახელებს, თუმცა აღნიშნა, რომ ესაა საქართველოს მოქალაქე, რომელიც რაღაც პერიოდი პოლონეთში ცხოვრობდა. ასევე ცნობილია, რომ მას ჰყავს ოჯახი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს.
შეიარაღებული და ნიღბიანი პირი ბანკში 11:30 საათზე შეიჭრა. შენობაში ამ დროისთვის 12 მძევალი რჩება. ორი ქალი უკვე გაათავისუფლეს.
მძევლები ბანკში: თავდამსხმელი ფულს, ვერტმფრენსა და რუსეთის დროშას ითხოვს>>
თავდამსხმელის მოთხოვნები ერთ-ერთმა მძევალმა სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას გაახმოვანა. მოთხოვნილია 2 მლნ დოლარი, ვერტმფრენი, რაცია და რუსეთის დროშა. საკუთარი პირობების შესასრულებლად მან ხელისუფლებას კონკრეტული დრო – 3 საათი მისცა, რომელიც 15:30 საათზე ამოიწურა.
სოციალურ ქსელში ადრე გავრცელებული ვიდეოდან ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა ბანკის შენობაში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. ერთ-ერთი მძევალი ბოროტმოქმედის კარნახით ამბობს, რომ შესასვლელი კარი დანაღმულია. სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობები ერთმანეთთან არის დაკავშირებული და კარის გაღების შემთხვევაში აფეთქება მოხდება.
ასაფეთქებელის მსგავსი მოწყობილობები თავდამსხმელს მიმაგრებული აქვს ტანზეც, ხელში კი, სავარაუდოდ, გამშვები მექანიზმი უჭირავს.
ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები არიან მობილიზებული.
„საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის ოთხი მუხლით დაიწყო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0