მძევლები ბანკში: თავდამსხმელი ფულს, ვერტმფრენსა და რუსეთის დროშას ითხოვს

გამოწერა
მამაკაცს, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ქუთაისის განყოფილებაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, სამხედრო ფორმა აცვია და ქუდ-ნიღაბი, ე.წ. ბალაკლავა ახურავს.
თავდამსხმელს ტანზე ასაფეთქებლის მსგავსი მოწყობილობა აქვს მიმაგრებული, ხელში კი, სავარაუდოდ, მისი გამშვები მექანიზმი უჭირავს.
სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, როგორ ითხოვს თავდამსხმელი ორ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, რაციასა და რუსეთის დროშას. მისი მოთხოვნები ერთ-ერთმა მძევალმა მამაკაცმა აცნობა სამართალდამცველებს.
სოციალური ქსელებით გავრცელებულ სხვა ვიდეოში ჩანს, რომ ბანკის შესასვლელ კარზე ასაფეთქებელი მოწყობილობებია მიმაგრებული.
კიდევ ერთი ჩანაწერიდან ცნობილი ხდება, რომ თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, ფილიალის სხვა ადგილზეც დადო ნაღმი.
ამ დროისათვის ბანკში 12 მძევალი რჩება. ტერიტორია პოლიციის რაზმებს აქვთ შემოფარგლული, ბანკის შესასვლელთან კი სპეცრაზმია მობილიზებული.
ყველა ახალი ამბავი
0