https://sputnik-georgia.com/20220920/dekanoidze-eleqtronuli-archevnebi-mmartveli-gundistvis-mashveli-rgoli-ar-undagaxdes-270612368.html
დეკანოიძე: ელექტრონული არჩევნები მმართველი გუნდისთვის მაშველი რგოლი არ უნდა გახდეს
დეკანოიძე: ელექტრონული არჩევნები მმართველი გუნდისთვის მაშველი რგოლი არ უნდა გახდეს
Sputnik საქართველო
როგორც ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ელექტრონული სისტემა უმრავლეს საარჩევნო უბნებში იქნება გამოყენებული. 20.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-20T18:15+0400
2022-09-20T18:15+0400
2022-09-20T21:20+0400
საქართველო
ქართული ოცნება
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/251003691_0:14:1363:781_1920x0_80_0_0_768062e3f8673958582067f173ce5670.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არ უნდა გახდეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კიდევ ერთი მაშველი რგოლი, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.„ქართულმა ოცნებამ" 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.პარლამენტში უკვე ინიცირებულია ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში. ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.მისი თქმით, ელექტრონული არჩევნები უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ემიგრანტებს საშუალებას მისცემს დარეგისტრირდნენ და ხმის მიცემა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლონ.შესწორებები არჩევნებისთვის: პარტიულ სიებში კანდიდატების მინიმალური რაოდენობა შემცირდება>>>საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და ყველა იმ ხარვეზის აღმოფხვრა, რომელიც OSCE/ODIHR-ის და ევროპული საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ არის გამოვლენილი, ევროკავშირის 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელთა შესრულების შემთხვევაში ქვეყანას მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. შესაბამისი რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტში გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ელექტრონული კენჭისყრა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას, მოხსნის ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლის გაყალბებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/19/251003691_86:0:1278:894_1920x0_80_0_0_8860026233d34d8bff5cfeb868417ab9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
დეკანოიძე: ელექტრონული არჩევნები მმართველი გუნდისთვის მაშველი რგოლი არ უნდა გახდეს
18:15 20.09.2022 (განახლებულია: 21:20 20.09.2022) როგორც ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ელექტრონული სისტემა უმრავლეს საარჩევნო უბნებში იქნება გამოყენებული.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არ უნდა გახდეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კიდევ ერთი მაშველი რგოლი, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
„ქართულმა ოცნებამ" 2024 წლიდან ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
პარლამენტში უკვე ინიცირებულია ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში. ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.
„ეს არ უნდა გადაიქცეს კიდევ ერთ მაშველ რგოლად „ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის. ეს უნდა იყოს კარგად გაწერილი ალგორითმი, რომელიც იქნება უმნიშვნელოვანესი იარაღი, მათ შორის ემიგრანტებისთვის, რათა მათი ხმა ისმოდეს საქართველოს ფარგლებს გარედან“, – განაცხადა დეკანოიძემ.
მისი თქმით, ელექტრონული არჩევნები უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ემიგრანტებს საშუალებას მისცემს დარეგისტრირდნენ და ხმის მიცემა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლონ.
საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და ყველა იმ ხარვეზის აღმოფხვრა, რომელიც OSCE/ODIHR-ის და ევროპული საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ არის გამოვლენილი, ევროკავშირის 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელთა შესრულების შემთხვევაში ქვეყანას მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. შესაბამისი რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტში გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ელექტრონული კენჭისყრა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას, მოხსნის ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლის გაყალბებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.