https://sputnik-georgia.com/20220916/sesworebebi-arcevnebistvis-partiuli-siebi-mcirdeba-270485342.html
შესწორებები არჩევნებისთვის: პარტიულ სიებში კანდიდატების მინიმალური რაოდენობა შემცირდება
შესწორებები არჩევნებისთვის: პარტიულ სიებში კანდიდატების მინიმალური რაოდენობა შემცირდება
Sputnik საქართველო
მმართველი პარტია შესწორებებზე ოპოზიციური საპარლამენტო პარტიების „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ თხოვნით მუშაობს. 16.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-16T12:44+0400
2022-09-16T12:44+0400
2022-09-16T21:09+0400
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261614571_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_e149d034070883bc65505cb5be59191d.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატების მინიმალური რაოდენობა პარტიულ სიებში 76-მდე შემცირდება (პარლამენტში სულ 150 დეპუტატია), განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ გივი მიქანაძემ.აგრეთვე რაიონულ საკრებულოებში არჩევნების შემთხვევაში პარტიების პროპორციულ სიებში ამა თუ იმ საკრებულოს შემადგენლობის ნახევარზე ნაკლები რაოდენობა არ უნდა იყოს. დეპუტატების რაოდენობა სხვადასხვა რაიონის საკრებულოებში განსხვავებულია.მიქანაძის თქმით, მმართველი პარტია შესაბამის შესწორებებზე ოპოზიციური საპარლამენტო პარტიების „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ თხოვნით მუშაობს.საარჩევნო რეფორმის გატარება OSCE/ODIHR-ის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით ერთ-ერთია 12 პირობიდან, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.შესაბამისი რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტში გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.ელექტრონული არჩევნები საქართველოში შეიძლება უბნების 90%-ში ჩატარდეს - ირაკლი კობახიძე>>პროცესს ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. ისინი საარჩევნო სისტემაზე საკუთარი კანონპროექტის ინიცირებას აპირებენ.მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ასეთი ოპოზიციონერების მიზანია პროცესის დაზიანება, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან მუშაობა გამჭვირვალედ და კონსტრუქციულად მიმდინარეობს.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლიდან არა შერეული, არამედ მხოლოდ პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით ჩატარდება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261614571_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_77e010f76661b39c9dc2389678e2cf4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
შესწორებები არჩევნებისთვის: პარტიულ სიებში კანდიდატების მინიმალური რაოდენობა შემცირდება
12:44 16.09.2022 (განახლებულია: 21:09 16.09.2022) მმართველი პარტია შესწორებებზე ოპოზიციური საპარლამენტო პარტიების „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ თხოვნით მუშაობს.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატების მინიმალური რაოდენობა პარტიულ სიებში 76-მდე შემცირდება (პარლამენტში სულ 150 დეპუტატია), განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ გივი მიქანაძემ.
აგრეთვე რაიონულ საკრებულოებში არჩევნების შემთხვევაში პარტიების პროპორციულ სიებში ამა თუ იმ საკრებულოს შემადგენლობის ნახევარზე ნაკლები რაოდენობა არ უნდა იყოს. დეპუტატების რაოდენობა სხვადასხვა რაიონის საკრებულოებში განსხვავებულია.
მიქანაძის თქმით, მმართველი პარტია შესაბამის შესწორებებზე ოპოზიციური საპარლამენტო პარტიების „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ თხოვნით მუშაობს.
საარჩევნო რეფორმის გატარება OSCE/ODIHR-ის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით ერთ-ერთია 12 პირობიდან, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.
შესაბამისი რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტში გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
პროცესს ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. ისინი საარჩევნო სისტემაზე საკუთარი კანონპროექტის ინიცირებას აპირებენ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ასეთი ოპოზიციონერების მიზანია პროცესის დაზიანება, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან მუშაობა გამჭვირვალედ და კონსტრუქციულად მიმდინარეობს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლიდან არა შერეული, არამედ მხოლოდ პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით ჩატარდება.