https://sputnik-georgia.com/20220920/borels-rusetistvis-tribunalis-mowyoba-surs-270610815.html
„მხარს ვუჭერ იდეას“: ბორელს რუსეთისთვის ტრიბუნალის მოწყობა სურს
„მხარს ვუჭერ იდეას“: ბორელს რუსეთისთვის ტრიბუნალის მოწყობა სურს
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 სექტემბერი − Sputnik. მხარს ვუჭერ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ქმდებების გამო დამოუკიდებელი ტრიბუნალის შექმნის იდეას, განაცხადა ევროკავშირის... 20.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-20T17:53+0400
2022-09-20T17:53+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
ევროკავშირი
კონფლიქტები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/18/249534343_0:0:2498:1406_1920x0_80_0_0_5bf79946cc85496d083874fa7f0ef072.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი − Sputnik. მხარს ვუჭერ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ქმდებების გამო დამოუკიდებელი ტრიბუნალის შექმნის იდეას, განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა, რის შესახებაც Politico წერს.გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციას ნიურნბერგის მსგავსი პროცესის მოწყობა სურს რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილი ქმედებების გამოსაძიებლად. დამოუკიდებელი სამხედრო ტრიბუნალის შექმნას ამ დროისათვის ათამდე ევროპული სახელმწიფო უჭერს მხარს, მათ შორის, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები.მანამდე, მაისში ევროპარლამენტმა უკვე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის გამართვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გასულ კვირაში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სურს ვლადიმირ პუტინი საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს წინაშე წარდგეს.ჟოზეპ ბორელის აღნიშნულ განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ რუსეთში. როგორც რუსეთის საერთაშორისო სამართლის ასოციაციის პრეზიდენტმა ანატოლი კაპუსტინმა აღნიშნა, ბორელის განცხადება მისი უფლებამოსილების ფარგლებს სცდება, ვინაიდან ევროკავშირს არ აქვს სხვა სახელმწიფოებისა და მისი მოქალქეების ქმედებების გამოძიების კომპეტენცია.
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/18/249534343_0:0:2498:1874_1920x0_80_0_0_cff639e5beb2b764c0ea7b0cc31d6024.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ევროკავშირი , კონფლიქტები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, ევროკავშირი , კონფლიქტები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 20 სექტემბერი − Sputnik. მხარს ვუჭერ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ქმდებების გამო დამოუკიდებელი ტრიბუნალის შექმნის იდეას, განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა, რის შესახებაც
Politico წერს.
„ჩვენ გვსურს, რომ რუსები პასუხისგებაში მივცეთ იმის გამო, რაც ჩაიდინეს. ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ არც რუსეთი და არც უკრაინა არ შედიან საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს შემადგენლობაში, ცუდი არ იქნებოდა, სპეციალური იურისდიქცია მოგვეძებნა“, − განაცხადა ბორელმა გაეროს გენასამბლეის კულუარებში.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციას ნიურნბერგის მსგავსი პროცესის მოწყობა სურს რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილი ქმედებების გამოსაძიებლად. დამოუკიდებელი სამხედრო ტრიბუნალის შექმნას ამ დროისათვის ათამდე ევროპული სახელმწიფო უჭერს მხარს, მათ შორის, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები.
მანამდე, მაისში ევროპარლამენტმა უკვე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის გამართვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გასულ კვირაში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სურს ვლადიმირ პუტინი საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს წინაშე წარდგეს.
ჟოზეპ ბორელის აღნიშნულ განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ რუსეთში. როგორც რუსეთის საერთაშორისო სამართლის ასოციაციის პრეზიდენტმა ანატოლი კაპუსტინმა აღნიშნა, ბორელის განცხადება მისი უფლებამოსილების ფარგლებს სცდება, ვინაიდან ევროკავშირს არ აქვს სხვა სახელმწიფოებისა და მისი მოქალქეების ქმედებების გამოძიების კომპეტენცია.