ახალი წესები მასმედიისთვის: საქართველოს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო

© photo: Sputnik / Stringerდეპუტატები სხდომათა დარბაზში
დეპუტატები სხდომათა დარბაზში - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
გამოწერა
ახალი წესები ასევე შეეხება იმ მედიასაშუალებებს, რომელთა თანამშრომლების ძირითადი ნაწილი საქართველოში მუშაობს
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლებიც აწესებს ახალ შეზღუდვებს და აფართოებს მოქმედების არეალს.
ცვლილებებს მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ კი სამი პარლამენტარი იყო.
ინიციატივის თანახმად, კანონის ნორმები გავრცელდება არა მხოლოდ ადგილობრივ მედიასაშუალებებზე, არამედ ვიდეოპლატფორმებზე, ასევე იმ მედიასა და ვიდეოპლატფორმებზე, რომლებსაც საქართველოში ოფისები აქვთ და რომელთა სარედაქციო გადაწყვეტილებებსაც საქართველოში იღებენ.
ახალი წესები შეეხება ასევე მედიასაშუალებებს, რომლის თანამშრომელთა ძირითადი ნაწილიც საქართველოში მუშაობს, დამოუკიდებლად იმისა, თუ სად მდებარეობს მათი ოფისები. ასევე მასმედიაზე, რომელიც საქართველოს თანამგზავრული კომუნიკაციებით სარგებლობს და ქართული თანამგზავრების ფუნქციურ რესურსებს იყენებს.
ცვლილებების მიღების შემთხვევაში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი ასევე შეეხება საქართველოში დაფუძნებულ ვიდეოპლატფორმებს, რომლებიც საერთაშორისო კომპანიების ნაწილი არიან.
კანონის მოქმედება გავრცელდება როგორც ტელეარხებზე კონკრეტული მაუწყებლობის ბადით, ისე პლატფორმებზე, სადაც მომხმარებელს თავად შეუძლია სასურველი პროგრამის ან ვიდეოს არჩევა.
ოპოზიცია: საქართველოს ხელისუფლება მედიაში ცენზურის დაწესებას გეგმავს >>
ასეთმა პლატფორმებმა ავტორიზაცია უნდა გაიარონ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სხვა მედიასაშუალებების მსგავსად, ასევე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა კონტენტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.
ცვლილებების თანახმად, ვიდეოპლატფორმებზე კონტენტი არ უნდა იყოს არასრულწლოვანთათვის საზიანო.
კანონპროექტის თანახმად, ვიდეოპლატფორმებზე აიკრძალება ისეთი პროგრამების ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს პირის ან ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობების, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ან ასაკის ნიშნით ძალადობის ან ზიზღის წაქეზებას.
კანონში შესწორებები ასევე კრძალავს ტერორიზმისკენ მოწოდებების შემცველი პროგრამებისა და რეკლამების გავრცელებას.
გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება მასმედიისა და იმ სუბიექტისგან, რომელზეც კანონი ვრცელდება, გამოქვეყნებული ინფორმაციის უარყოფის ან შესწორებების მოთხოვნა, ხოლო უარის შემთხვევაში – რეაგირებისთვის კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მიმართვა.
ცვლილებებით იკრძალება იმ პროგრამებისა და რეკლამების ტრანსლაცია, რომლებიც მოკლე დროში ტექნიკური აუდიო- ან ვიზუალური მონტაჟის ან ინფორმაციის სხვაგვარად გადაცემის გზით გავლენას ახდენენ მსმენელისა თუ მაყურებლის ქვეცნობიერზე ისე, რომ ისინი ნაწილობრივ ან სრულად ვერ აცნობიერებენ ამ გავლენას.
კანონპროექტით თანახმად, ტელემაუწყებლებმა, რომლებიც გადასცემენ „მთავარ მოვლენას“, უნდა მისცენ წვდომა სხვა, მცირე მაუწყებლებს მოკლე, მინიმუმ 90-წამიანი ვიდეოების გადაცემის გზით.
იაგო ხვიჩია სახალხო დამცველის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურას ასახელებს >>
გარდა ამისა, კანონპროექტი კრძალავს ახალ ამბებში, საბავშვო და რელიგიურ პროგრამებში დაფინანსებული სიუჟეტების განთავსებას, ასევე ზღუდავს რეკლამებს საბავშვო პროგრამებში. კერძოდ, საბავშვო პროგრამებში სარეკლამო ჭრა დაშვებული იქნება მხოლოდ 30 წუთის შემდეგ და რეკლამაში არ უნდა იყოს ტელემაღაზია.
როგორც კანონპროექტის ავტორები – მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები განმარტავენ, ცვლილებები განპირობებულია ევროკავშირის დირექტივის შესრულების აუცილებლობით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0