https://sputnik-georgia.com/20220920/iago-xvichias-ombudsmenoba-surs-270609584.html
იაგო ხვიჩია სახალხო დამცველის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურას ასახელებს
იაგო ხვიჩია სახალხო დამცველის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურას ასახელებს
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევა 15 სექტემბერს დაიწყო. 20.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-20T17:37+0400
2022-09-20T17:37+0400
2022-09-20T21:10+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264567357_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_668de5249b1a912c1bc6aeedc1b77095.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს.ამის თაობაზე ხვიჩიამ განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. ოპოზიციონერის თქმით, იგი დიდხანს ფიქრობდა იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს ისეთი ომბუდსმენი, რომელსაც იგი მხარს დაუჭერდა და მივიდა დასკვნამდე, რომ ასეთი კანდიდატურა არავინ არ არის.რაც შეეხება გეგმებსა და დაპირებებს, დეპუტატის თქმით, მას უპირველეს ყოვლისა აინტერესებს სასამართლო და საპატიმრო დაწესებულებები.„ჩემი ყურადღება მხოლოდ ამაზე იქნება მიპყრობილი. თუ ამირჩევთ, ჩათვალეთ, რომ მორჩება ადამიანების დაყოფა იმის მიხედვით, ისინი ქალები არიან, ბავშვები, ლგბტ თემის თუ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. ყველა ეს თემა დაიხურება და იქნება მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვა“, – განაცხადა ხვიჩიამ.მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება. ახალი ომბუდსმენის ასარჩევად სულ ცოტა 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, ანუ ოპოზიციის გარეშე მას ვერ აირჩევენ.როგორ აირჩევენ ომბუდსმენს? „ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციონერის იდეას დაუჭირა მხარი>>>საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევა 15 სექტემბერს დაიწყო. ომბუდსმენობის მსურველთა განაცხადების მიღება 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.საქართველოს ახალი სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატის შერჩევის საკითხი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საჯილდაო ქვად რჩება – "ქართული ოცნება" პირობას დებს, რომ პროცესი გამჭვირვალე იქნება და მასში მაქსიმალურად ჩაერთვებიან დაინტერესებული მხარეები, ოპონენტები კი ხაფანგს ელოდებიან.„ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ თავის კანდიდატს სახალხო დამცველის პოსტზე არ წამოაყენებს და ამის შესაძლებლობას ოპოზიციონერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მისცემს.ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლების რაღაც ხაფანგია: ისინი ქმნიან სურათს, თითქოს შერჩევის პროცესისგან განზე გავიდნენ, სინამდვილეში კი ფსონს ლოიალურად განწყობილ ოპოზიციონერ დეპუტატებზე დებენ.სახალხო დამცველი წარმოადგენს ადამიანის უფლებების დამცველ ფართო უფლებამოსილებების მქონე დამოუკიდებელ ინსტიტუტს. აპარატის წარმომადგენლებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ციხეებსა და სხვა დახურულ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში – პანსიონატებში, კლინიკებში და ა.შ.გარდა ამისა, სახალხო დამცველს უფლება აქვს, წარადგინოს რეკომენდაციები და შენიშვნები კანონპროექტებთან დაკავშირებით, მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, გამოთქვას აზრი „სასამართლოს მეგობრის“ სახით კონკრეტულ პროცესზე, მოითხოვოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264567357_53:0:1194:856_1920x0_80_0_0_e1db515230cc96c5a5e0b88756e12452.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
იაგო ხვიჩია სახალხო დამცველის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურას ასახელებს
17:37 20.09.2022 (განახლებულია: 21:10 20.09.2022) საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევა 15 სექტემბერს დაიწყო.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს.
ამის თაობაზე ხვიჩიამ განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. ოპოზიციონერის თქმით, იგი დიდხანს ფიქრობდა იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს ისეთი ომბუდსმენი, რომელსაც იგი მხარს დაუჭერდა და მივიდა დასკვნამდე, რომ ასეთი კანდიდატურა არავინ არ არის.
„გადავწყვიტე, ამ პროცესში არ ვიყო უპასუხისმგებლო და მაქსიმუმი გავაკეთო. ამიტომ „გირჩის“ სახელით წარვადგენ საკუთარ კანდიდატურას და ვითხოვ პარლამენტის ყველა წევრისგან მხარდაჭერას“, – განაცხადა ხვიჩიამ.
რაც შეეხება გეგმებსა და დაპირებებს, დეპუტატის თქმით, მას უპირველეს ყოვლისა აინტერესებს სასამართლო და საპატიმრო დაწესებულებები.
„ჩემი ყურადღება მხოლოდ ამაზე იქნება მიპყრობილი. თუ ამირჩევთ, ჩათვალეთ, რომ მორჩება ადამიანების დაყოფა იმის მიხედვით, ისინი ქალები არიან, ბავშვები, ლგბტ თემის თუ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. ყველა ეს თემა დაიხურება და იქნება მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება. ახალი ომბუდსმენის ასარჩევად სულ ცოტა 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, ანუ ოპოზიციის გარეშე მას ვერ აირჩევენ.
საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევა 15 სექტემბერს დაიწყო. ომბუდსმენობის მსურველთა განაცხადების მიღება 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს ახალი სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატის შერჩევის საკითხი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საჯილდაო ქვად რჩება – "ქართული ოცნება" პირობას დებს, რომ პროცესი გამჭვირვალე იქნება და მასში მაქსიმალურად ჩაერთვებიან დაინტერესებული მხარეები, ოპონენტები კი ხაფანგს ელოდებიან.
„ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ თავის კანდიდატს სახალხო დამცველის პოსტზე არ წამოაყენებს და ამის შესაძლებლობას ოპოზიციონერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მისცემს.
ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლების რაღაც ხაფანგია: ისინი ქმნიან სურათს, თითქოს შერჩევის პროცესისგან განზე გავიდნენ, სინამდვილეში კი ფსონს ლოიალურად განწყობილ ოპოზიციონერ დეპუტატებზე დებენ.
სახალხო დამცველი წარმოადგენს ადამიანის უფლებების დამცველ ფართო უფლებამოსილებების მქონე დამოუკიდებელ ინსტიტუტს. აპარატის წარმომადგენლებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ციხეებსა და სხვა დახურულ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში – პანსიონატებში, კლინიკებში და ა.შ.
გარდა ამისა, სახალხო დამცველს უფლება აქვს, წარადგინოს რეკომენდაციები და შენიშვნები კანონპროექტებთან დაკავშირებით, მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, გამოთქვას აზრი „სასამართლოს მეგობრის“ სახით კონკრეტულ პროცესზე, მოითხოვოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა და სხვ.