https://sputnik-georgia.com/20220919/sopel-gremtan-potoxapangma-vandaluri-paqti-daapiqsira-270552451.html
სოფელ გრემთან ფოტოხაფანგმა ვანდალური ფაქტი დააფიქსირა
სოფელ გრემთან ფოტოხაფანგმა ვანდალური ფაქტი დააფიქსირა
Sputnik საქართველო
ვანდალიზმით გამოწვეული ფინანსური ზარალი ათეულობით ათას ლარს აღემატება. 19.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-19T15:09+0400
2022-09-19T15:09+0400
2022-09-19T21:14+0400
საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1e/269912840_0:188:2973:1860_1920x0_80_0_0_1d8322faeff05acc3a6718f1e7ec2013.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. კახეთის რეგიონში, სოფელ გრემის მიმდებარედ ფოტოხაფანგმა მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე ვანდალური ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.უწყების ცნობით, დაზიანებულია მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის ავტომატური სადგურის მკვებავი მზის ენერგიის პანელი და შიდა ელექტრომოწყობილობები.ვანდალური ფაქტის განმახორციელებელი პირი უკვე იდენტიფიცირებულია. მასალა კი შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.საქართველო წყლის ხარისხის მონიტორინგს გააძლიერებს>>>მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის ავტომატური სადგურები მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. მათი საშუალებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება მონაცემები სხვადასხვა მდინარის წყლის დონეების მატების და მიმდებარე ტერიტორიაზე მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობის შესახებ. სადგურებიდან მიღებული ინფორმაციით ასევე ხდება მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ძირითადი მახასიათებლების დადგენა.მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის ავტომატური სადგურები ძირითადად დაუსახლებელ ადგილებზე და მდინარეების მიმდებარედაა დადგმული. აღნიშნული სადგურების დაზიანებისა და ძარცვის გახშირებული შემთხვევების გამო გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გასულ წელს სადგურებზე ფოტოხაფანგები დაამონტაჟა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1e/269912840_121:0:2852:2048_1920x0_80_0_0_4d7ac139a2eab28c3a97c5419f030f22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
სოფელ გრემთან ფოტოხაფანგმა ვანდალური ფაქტი დააფიქსირა
15:09 19.09.2022 (განახლებულია: 21:14 19.09.2022) ვანდალიზმით გამოწვეული ფინანსური ზარალი ათეულობით ათას ლარს აღემატება.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. კახეთის რეგიონში, სოფელ გრემის მიმდებარედ ფოტოხაფანგმა მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე ვანდალური ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაზიანებულია მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის ავტომატური სადგურის მკვებავი მზის ენერგიის პანელი და შიდა ელექტრომოწყობილობები.
ვანდალური ფაქტის განმახორციელებელი პირი უკვე იდენტიფიცირებულია. მასალა კი შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის ავტომატური სადგურები მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. მათი საშუალებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება მონაცემები სხვადასხვა მდინარის წყლის დონეების მატების და მიმდებარე ტერიტორიაზე მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობის შესახებ. სადგურებიდან მიღებული ინფორმაციით ასევე ხდება მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ძირითადი მახასიათებლების დადგენა.
მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის ავტომატური სადგურები ძირითადად დაუსახლებელ ადგილებზე და მდინარეების მიმდებარედაა დადგმული. აღნიშნული სადგურების დაზიანებისა და ძარცვის გახშირებული შემთხვევების გამო გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გასულ წელს სადგურებზე ფოტოხაფანგები დაამონტაჟა.