https://sputnik-georgia.com/20220416/saqartvelo-wylis-xarisxis-monitorings-gaazlierebs-266024815.html
საქართველო წყლის ხარისხის მონიტორინგს გააძლიერებს
საქართველო წყლის ხარისხის მონიტორინგს გააძლიერებს
Sputnik საქართველო
ჯერ კიდევ 10 წლის წინ ზედაპირული წყლების მონიტორინგი 43 პუნქტზე ხორციელდებოდა, დღეს კი დაკვირვება ხდება 231 ადგილზე, განაცხადა მინისტრმა.
2022-04-16T09:30+0400
2022-04-16T09:30+0400
2022-04-16T09:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24175/31/241753140_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_bab7ecaeafc562b4b095637643113164.jpg
თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველო გეგმავს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ხარისხისა და რაოდენობის მონიტორინგის ქსელის აღდგენას, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.როგორც მინისტრმა აღნიშნა, წელს წყლის რაოდენობის მონიტორინგის ქსელის აღდგენისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი გამოიყო, რის შედეგადაც წყლის დონის მონიტორინგის დამატებითი სადგურები შეიქმნება.მინისტრის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 10 წლის წინ 28 წერტილში ხდებოდა ზედაპირულ წყლებზე მონიტორინგი, დღეს დაკვირვება 231 ასეთ ადგილას მიმდინარეობს დაკვირვება, ხოლო მიწისქვეშა წყლებზე დაკვირვების სისტემა საერთოდ არ არსებობდა. დღეის მდგომარეობით, 66 ასეთ წერტილში ხდება დაკვირვება.შამუგიამ აღნიშნა, რომ სისტემური ნაბიჯების გადადგმა სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, პრაქტიკაში ეფექტიანად დაინერგოს წყლის აუზის მართვის სისტემა და შექმნას წყლის რაციონალური გამოყენების მექანიზმები.საქართველოში 59 ათასი კილომეტრის სიგრძის 26,6 ათასი მდინარეა, რაც ხელს უწყობს მიწისქვეშა წყლების ბუნებრივ განახლებას. ქვეყანას შეუძლია დღეში 26 მილიარდი ლიტრი წყლის წარმოება.მიწისქვეშა წყლების მარაგი საქართველოში 573 კუბური მეტრი წამშია, აქედან საექსპლუატაციო მარაგი შეადგენს 301 კუბურ მ/წ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24175/31/241753140_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_7cb488efe6358db35b71b8b157b36320.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო წყალი ხარისხი მონიტორინგი გაძლიერება
საქართველო წყალი ხარისხი მონიტორინგი გაძლიერება
საქართველო წყლის ხარისხის მონიტორინგს გააძლიერებს
ჯერ კიდევ 10 წლის წინ ზედაპირული წყლების მონიტორინგი 43 პუნქტზე ხორციელდებოდა, დღეს კი დაკვირვება ხდება 231 ადგილზე, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველო გეგმავს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ხარისხისა და რაოდენობის მონიტორინგის ქსელის აღდგენას, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, წელს წყლის რაოდენობის მონიტორინგის ქსელის აღდგენისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი გამოიყო, რის შედეგადაც წყლის დონის მონიტორინგის დამატებითი სადგურები შეიქმნება.
„ჩვენ დავიწყეთ წყლის ხარისხზე და რაოდენობაზე დაკვირვების ქსელის აღდგენა. ყოველწლიურად ფართოვდება მონიტორინგის ქსელი, მაგრამ არსებული მონიტორინგი არ არის საკმარისი საქართველოს წყლის ობიექტების მდგომარეობის სრულყოფილად შესაფასებლად“, - განაცხადა შამუგიამ.
მინისტრის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 10 წლის წინ 28 წერტილში ხდებოდა ზედაპირულ წყლებზე მონიტორინგი, დღეს დაკვირვება 231 ასეთ ადგილას მიმდინარეობს დაკვირვება, ხოლო მიწისქვეშა წყლებზე დაკვირვების სისტემა საერთოდ არ არსებობდა. დღეის მდგომარეობით, 66 ასეთ წერტილში ხდება დაკვირვება.
შამუგიამ აღნიშნა, რომ სისტემური ნაბიჯების გადადგმა სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, პრაქტიკაში ეფექტიანად დაინერგოს წყლის აუზის მართვის სისტემა და შექმნას წყლის რაციონალური გამოყენების მექანიზმები.
საქართველოში 59 ათასი კილომეტრის სიგრძის 26,6 ათასი მდინარეა, რაც ხელს უწყობს მიწისქვეშა წყლების ბუნებრივ განახლებას. ქვეყანას შეუძლია დღეში 26 მილიარდი ლიტრი წყლის წარმოება.
მიწისქვეშა წყლების მარაგი საქართველოში 573 კუბური მეტრი წამშია, აქედან საექსპლუატაციო მარაგი შეადგენს 301 კუბურ მ/წ.