https://sputnik-georgia.com/20220919/nacuqar-cxens-kbili-ar-esinjeba-xalxis-zala-ass-is-6-miliardian-daxmarebaze-270570903.html
„ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯება“ - „ხალხის ძალა“ აშშ-ის 6-მილიარდიან დახმარებაზე
„ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯება“ - „ხალხის ძალა“ აშშ-ის 6-მილიარდიან დახმარებაზე
Sputnik საქართველო
დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ აშშ საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის და ყოველთვის „საკუთარი ინტერესების კარნახით მოქმედებს“. 19.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-19T19:42+0400
2022-09-19T19:42+0400
2022-09-19T22:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23786/42/237864253_0:46:2000:1171_1920x0_80_0_0_32d991e26b4557a42291f59f4f6a1671.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, თუ რა მიზნით ახსენებს ასე ხშირად აშშ-ის საელჩო თბილისში საქართველოსთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას, ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში, რომლებმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ზაფხულში დატოვეს.ივნისში პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა „ქართული ოცნება" დატოვეს, რათა თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ისე, რომ პარტია, რომელსაც ბევრ საკითხში უჭერენ მხარს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ. აგვისტოს დასაწყისში მათ ჩამოაყალიბეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა".დეპუტატების თქმით, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქველმოქმედო ორგანიზაცია არაა, შესაბამისად, „არავის არაფერს ჩუქნის და სხვა ქვეყნებისთვის თანხის გამოყოფისას საკუთარი ინტერესების კარნახით მოქმედებს“.დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, თუ რა მიზნით გამოყოფდა ამერიკის ხელისუფლება საქართველოსთვის თანხებს და რა ინტერესის საპირწონედ ახსენებენ დღეს ასე ხშირად 6 მლრდ დოლარის დახმარებას.„მაგალითად, თუ ამ დაფინანსებას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესის საპირწონედ გვახსენებენ, ცხადია, ვერავითარი 6 მილიარდი ვერ ჩაანაცვლებს იმ ზიანს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან ომით შეიძლება მიიღოს“, – ნათქვამია წერილში.დეპუტატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 2008 წლის ომის შედეგად საქართველომ, დაკარგულ ტერიტორიებთან და ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, რამდენიმე მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო.„ქართული ოცნებიდან“ წასულმა ამ დეპუტატებმა არაერთხელ მოუწოდეს დეგნანს, ღიად გამიჯნოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებსა და ქართული „რადიკალური ოპოზიციის“ პროვოკაციებს, მათ მოწოდებებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ, რომელიც თავად საქართველოს დააზარალებს, მათ რევოლუციურ განწყობებსა და ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობებს.პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი კელი დეგნანის განცხადებას პასუხობს >>სასურველი პასუხის ვერმიღების შემდეგ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ყოველივე ეს ბადებს აზრს, რომ „რადიკალური ოპოზიციის“ უკან ამერიკის საელჩო დგას.აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ამ დეპუტატების გამონათქვამებს უწოდა „რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიები და სიცრუე“. მისი თქმით, ვაშინგტონის წარმომადგენლები დაბნეული არიან და ვერ ხვდებიან, თუ რატომ არ ემიჯნება ამას საქართველოს მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ.მიუხედავად ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადრე განაცხადა, რომ პოლემიკის შემდგომი გაღრმავება ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგანაც ეს კი არ გააძლიერებს, არამედ შეასუსტებს აშშ-თან ურთიერთობებს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23786/42/237864253_497:47:1994:1170_1920x0_80_0_0_aaf1c1f9aa1804ad2c4e220511d52e27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
„ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯება“ - „ხალხის ძალა“ აშშ-ის 6-მილიარდიან დახმარებაზე
19:42 19.09.2022 (განახლებულია: 22:48 19.09.2022) დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ აშშ საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის და ყოველთვის „საკუთარი ინტერესების კარნახით მოქმედებს“.
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, თუ რა მიზნით ახსენებს ასე ხშირად აშშ-ის საელჩო თბილისში საქართველოსთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას, ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში, რომლებმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ზაფხულში დატოვეს.
ივნისში პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა „ქართული ოცნება" დატოვეს, რათა თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ისე, რომ პარტია, რომელსაც ბევრ საკითხში უჭერენ მხარს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ. აგვისტოს დასაწყისში მათ ჩამოაყალიბეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა".
„უკანასკნელი თვეების განმავლობაში ამერიკის საელჩო ხშირად გვახსენებს, რომ მისი სახელმწიფო საქართველოს გასული 30 წლის მანძილზე 6 მილიარდი დოლარით დაეხმარა. არსებობს ანდაზა, „ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო“, ანუ როდესაც რაღაცას გჩუქნიან, ამ საჩუქრის რეალური ღირებულების განხილვაში, წესით, საერთოდ არ უნდა შეხვიდე“, – ნათქვამია წერილში.
დეპუტატების თქმით, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქველმოქმედო ორგანიზაცია არაა, შესაბამისად, „არავის არაფერს ჩუქნის და სხვა ქვეყნებისთვის თანხის გამოყოფისას საკუთარი ინტერესების კარნახით მოქმედებს“.
დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, თუ რა მიზნით გამოყოფდა ამერიკის ხელისუფლება საქართველოსთვის თანხებს და რა ინტერესის საპირწონედ ახსენებენ დღეს ასე ხშირად 6 მლრდ დოლარის დახმარებას.
„მაგალითად, თუ ამ დაფინანსებას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესის საპირწონედ გვახსენებენ, ცხადია, ვერავითარი 6 მილიარდი ვერ ჩაანაცვლებს იმ ზიანს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან ომით შეიძლება მიიღოს“, – ნათქვამია წერილში.
დეპუტატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 2008 წლის ომის შედეგად საქართველომ, დაკარგულ ტერიტორიებთან და ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, რამდენიმე მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო.
„ქართული ოცნებიდან“ წასულმა ამ დეპუტატებმა არაერთხელ მოუწოდეს დეგნანს, ღიად გამიჯნოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებსა და ქართული „რადიკალური ოპოზიციის“ პროვოკაციებს, მათ მოწოდებებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ, რომელიც თავად საქართველოს დააზარალებს, მათ რევოლუციურ განწყობებსა და ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობებს.
სასურველი პასუხის ვერმიღების შემდეგ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ყოველივე ეს ბადებს აზრს, რომ „რადიკალური ოპოზიციის“ უკან ამერიკის საელჩო დგას.
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ამ დეპუტატების გამონათქვამებს უწოდა „რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიები და სიცრუე“. მისი თქმით, ვაშინგტონის წარმომადგენლები დაბნეული არიან და ვერ ხვდებიან, თუ რატომ არ ემიჯნება ამას საქართველოს მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ.
მიუხედავად ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადრე განაცხადა, რომ პოლემიკის შემდგომი გაღრმავება ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგანაც ეს კი არ გააძლიერებს, არამედ შეასუსტებს აშშ-თან ურთიერთობებს.