როცა ოჯახი ცისარტყელას ჰგავს, მზიანი დილა კი სულის ზეიმია

© courtesy of Lela Panjikidzeლელა ფანჯიკიძე
ლელა ფანჯიკიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
გამოწერა
უდავოა, რომ სახლი, სადაც დიასახლისი ხელოვნებას ემსახურება, განსხვავებულად მიმზიდველად გამოიყურება. მხატვარ-დეკორატორმა ლელა ფანჯიკიძემ ოჯახში თითქმის ყველა ყოფითი ნივთი მოხატა.
საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია 1997 წლიდან, მანამდე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ბოლო პერიოდში მის შემოქმედებით ფანტაზიას უფრო მეტი გასაქანი მიეცა, რადგან ოჯახთან ერთად დამკვიდრდა თბილისის ისეთ კოლორიტულ უბანში, როგორიც სოლოლაკია, სადაც „თბილისის გულია და გზაზე სიყვარული დაბორიალობს“.
© photo: courtesy of Lela Panjikidzeლელა ფანჯიკიძე
ლელა ფანჯიკიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
ლელა ფანჯიკიძე
- ქალბატონო ლელა, როდიდან გიყვართ ძველი, უსარგებლო ნივთების გალამაზება?
- 90-იანი წლები გავიხსენე და მარილიანი ცომისგან მოხუცების პატარა კომპოზიცია გავაკეთე. ბოლო დროს მასალები შემომელია, ამიტომ ვიყენებ ხოლმე ყველაფერს – ხის ნაფოტებს, კერამიკის ფილებს. სიმართლე გითხრათ, ძალიან გავერთე. ერთხელ უთო ვნახე, მოვხატე და ძალიან გალამაზდა.
© photo: courtesy of Lela Panjikidzeლელა ფანჯიკიძე
ლელა ფანჯიკიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
ლელა ფანჯიკიძე
- გარკვეული წლები სკოლის პედაგოგი იყავით, იმ პერიოდიდან რა დაგამახსოვრდათ?
- ბავშვებისგან იმხელა სიყვარულითა და სითბოთი ვარ დღემდე გაჟღენთილი, რომ ცხოვრების ბოლომდე მეყოფა. იმ სიყვარულის ძალა დღემდე მასულდგმულებს და მაძლიერებს. ამიტომაც თავს უფლებას ვერ მივცემ, რომ ჩემი შვილების – გიორგისა და ქეთას თაობამ ჩვენს თვალებში შიში და სასოწარკვეთა დაინახოს. გაღიმებული სახე და იმედიანი სიტყვა ყველა წამალს სჯობს.
© photo: courtesy of Lela Panjikidzeლელა ფანჯიკიძის შემოქმედება
ლელა ფანჯიკიძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
ლელა ფანჯიკიძის შემოქმედება
- როგორია ხელოვანის დამოკიდებულება თბილისის ძველ უბანთან და თუ შეცვალა მან თქვენი ნახატების თემები?
- რამდენიმე წელია, რაც საბურთალოდან სოლოლაკში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე გადმოვედით საცხოვრებლად. ამ უბანს განსაკუთრებული სიყვარული სცოდნია. ხელოვანი ადამიანებისთვის ძველ თბილისში ცხოვრება ნამდვილი ფუფუნებაა. დღემდე ვერ გავძეხი ძველი ეზოების, შენობების, ბროწეულის ხეების ყურებით. აქ თბილისის გულია და გზაზე სიყვარული დაბორიალობს. რაც შეეხება თემებს ჩემს ნამუშევრებზე, ისინი არ შეცვლილა, გარდა იმისა, რომ უფრო დიდი სიყვარულით დავიწყე ძველი თბილისის ხატვა. ჩვენს სახლს საოცარი სხვენი აქვს, იმედია, იქაც რამეს გადავეყრები.
© photo: courtesy of Lela Panjikidzeლელა ფანჯიკიძის შემოქმედება
ლელა ფანჯიკიძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
ლელა ფანჯიკიძის შემოქმედება
- როგორია ორი მხატვრის თანაცხოვრება ერთ ჭერქვეშ?
- ჩემი მეუღლე ნიკა ცინცაძე მხატვარი და ამავდროულად არქიტექტორ-დიზაინერია. დღეს ორივეს ხელოვნების სიყვარული გვამთლიანებს. ნიკა ნიჭიერი მხატვარია, მაგრამ მან ოჯახის გულისთვის ფუნჯი გვერდზე გააჩოჩა, საოცარი ვიტრაჟები აქვს. ჭერი სულ ხელით აქვს მოხატული. ახლა არქიტექტურაში და დიზაინში გადავარდა და ბევრი ლამაზი პროდუქტი შექმნა. დღეს ერთმანეთის შემოქმედების ყველაზე დიდი შემფასებლები და დამფასებლები ვართ. ჩემი მეუღლე არ არის ინტერნეტში აქტიური ადამიანი, სოციალურ ქსელებში საკუთარი გვერდიც არ აქვს. ბევრი მისი ნახატი გადაყრას გადავარჩინე.
© photo: courtesy of Lela Panjikidzeლელა ფანჯიკიძის შემოქმედება
ლელა ფანჯიკიძის შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
ლელა ფანჯიკიძის შემოქმედება
- როგორია დილა ოჯახში, სადაც ორი ხელოვანია?
- ჩვენი ოჯახი ჰგავს ცისარტყელას, სადაც ცხოვრება გიხარია. დილით ადრე გაღვიძება მიყვარს, მზეს უნდა დავასწრო ხოლმე ადგომა. მერე ყავის ფინჯანით აივანზე გავდივარ. ყოველ დილით ველოდები ჩემი სხივებიანი მეგობარი ცაზე როდის ამოცურდება. როგორც კი მზე ამოდის, ჩემი სულის ზეიმიც იწყება...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0