https://sputnik-georgia.com/20220919/crdiloetis-nakadi2-270552927.html
რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არასდროს ამუშავდება: კომენტარი გერმანიიდან
რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არასდროს ამუშავდება: კომენტარი გერმანიიდან
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 სექტემბერი − Sputnik. რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა დასრულებულია, მაგრამ ის არასდროს ამუშავდება, განაცხადა ქვემო საქსონიის... 19.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-19T15:28+0400
2022-09-19T15:28+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
გერმანია
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/05/264997751_0:317:3079:2048_1920x0_80_0_0_db6cb4766650ddb1945ef8bf2844cf0d.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი − Sputnik. რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა დასრულებულია, მაგრამ ის არასდროს ამუშავდება, განაცხადა ქვემო საქსონიის პრემიერ-მინისტრმა შტეფან ვაილმა.მისი თქმით, რუსეთიდან გერმანიაში გაზი ამ მილსადენით პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ეპოქის დამთავრების შემდეგაც კი აღარ შევა.გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში დასრულდა. ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა მისი გაშვების პროცესზე, რაც, ტექნიკური ღონისძიებების გარდა, ასევე ითვალისწინებდა მარეგულირებლების, პირველ რიგში კი გერმანიის მთავრობისგან ნებართვების მიღებას. მაგრამ გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების პროცესი მიმდინარე წლის თებერვალში შეაჩერა, როდესაც მოსკოვმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. გარდა ამისა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა გაზსადენის ოპერატორ კომპანია Nord Stream 2 AG-სა და მის დირექტორ მატიას ვარნიგს.
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/05/264997751_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_a4e0f08d37216bcc0e7a411630628166.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, გერმანია , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, გერმანია , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არასდროს ამუშავდება: კომენტარი გერმანიიდან
15:28 19.09.2022 (განახლებულია: 15:46 20.07.2023) თბილისი, 19 სექტემბერი − Sputnik. რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა დასრულებულია, მაგრამ ის არასდროს ამუშავდება, განაცხადა ქვემო საქსონიის პრემიერ-მინისტრმა შტეფან ვაილმა.
მისი თქმით, რუსეთიდან გერმანიაში გაზი ამ მილსადენით პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ეპოქის დამთავრების შემდეგაც კი აღარ შევა.
„ნდობის დაკარგვა იმდენად ფუნდამენტალურია, რომ გერმანიის ფედერალური ხელისუფლება აღარასდროს იქნება რუსული გაზის იმედად. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არასდროს ამუშავდება“, − განაცხადა მან სააგენტო dpa-სთან ინტერვიუში.
გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში დასრულდა. ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა მისი გაშვების პროცესზე, რაც, ტექნიკური ღონისძიებების გარდა, ასევე ითვალისწინებდა მარეგულირებლების, პირველ რიგში კი გერმანიის მთავრობისგან ნებართვების მიღებას. მაგრამ გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების პროცესი მიმდინარე წლის თებერვალში შეაჩერა, როდესაც მოსკოვმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. გარდა ამისა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა გაზსადენის ოპერატორ კომპანია Nord Stream 2 AG-სა და მის დირექტორ მატიას ვარნიგს.