https://sputnik-georgia.com/20220918/yirgizetma-da-tajiketma-koinfliqtsi-darupulta-raodenoba-gaasajaroes-270539636.html
ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა კონფლიქტში დაღუპულთა რაოდენობა გაასაჯაროეს
ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა კონფლიქტში დაღუპულთა რაოდენობა გაასაჯაროეს
Sputnik საქართველო
ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე მასშტაბური საბრძოლო შეტაკებები 16 სექტემბერს დაიწყო 18.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-18T20:21+0400
2022-09-18T20:21+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
დსთ
ყირგიზეთი
ტაჯიკეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/12/270536917_4:0:630:352_1920x0_80_0_0_7e526947547141d9567b0cab346a2cdc.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. ტაჯიკეთთან კონფლიქტის შედეგად ყირგიზეთის მხრიდან დაღუპულთა რიცხვმა 46-ს მიაღწია, 140 ადამიანი დაშავდა, განუცხადეს „რია ნოვოსტის“ ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.მისი თქმით, დაშავებულია 140 ადამიანი, მათგან შვიდი ამბულატორიულ მკურნალობაზეა გადაყვანილი.ყირგიზეთის საზღვარზე შეიარაღებული კონფლიქტის დროს ტაჯიკეთის მხრიდან დაიღუპა 35 და დაიჭრა 30 ადამიანი, ნათქვამია ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.კონფლიქტის შესახებყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე მასშტაბური საბრძოლო შეტაკებები 16 სექტემბერს დილიდან დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთი დაბომბვაში დაადანაშაულეს. სასტიკი ბრძოლები ორი ქვეყნის სამხედროებს შორის საზღვრის თითქმის მთელ პერიმეტრზე მთელი დღე გაგრძელდა.ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ ღამისკენ იქნა მიღწეული. შაბათს დილიდან პერიოდული შეტაკებები განახლდა. მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. შეტაკებები შეწყდა მხოლოდ შაბათს, 17 სექტემბერს საღამოს.
ყირგიზეთი
ტაჯიკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/12/270536917_82:0:551:352_1920x0_80_0_0_ed24c205a469ea51a91645e3898ece85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დსთ , ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
დსთ , ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა კონფლიქტში დაღუპულთა რაოდენობა გაასაჯაროეს
20:21 18.09.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე მასშტაბური საბრძოლო შეტაკებები 16 სექტემბერს დაიწყო
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. ტაჯიკეთთან კონფლიქტის შედეგად ყირგიზეთის მხრიდან დაღუპულთა რიცხვმა 46-ს მიაღწია, 140 ადამიანი დაშავდა, განუცხადეს „რია ნოვოსტის“ ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
„ბატკენის რეგიონიდან მიღებული ოპერატიული მონაცემებით, ბატკენის ჯანდაცვის ორგანიზაციებმა კიდევ 10 დაღუპულის ცხედარი მიიღეს. ბატკენის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 46 ადამიანს შეადგენს", - განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, დაშავებულია 140 ადამიანი, მათგან შვიდი ამბულატორიულ მკურნალობაზეა გადაყვანილი.
ყირგიზეთის საზღვარზე შეიარაღებული კონფლიქტის დროს ტაჯიკეთის მხრიდან დაიღუპა 35 და დაიჭრა 30 ადამიანი, ნათქვამია ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე მასშტაბური საბრძოლო შეტაკებები 16 სექტემბერს დილიდან დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთი დაბომბვაში დაადანაშაულეს. სასტიკი ბრძოლები ორი ქვეყნის სამხედროებს შორის საზღვრის თითქმის მთელ პერიმეტრზე მთელი დღე გაგრძელდა.
ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ ღამისკენ იქნა მიღწეული. შაბათს დილიდან პერიოდული შეტაკებები განახლდა. მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. შეტაკებები შეწყდა მხოლოდ შაბათს, 17 სექტემბერს საღამოს.