https://sputnik-georgia.com/20220918/rikotis-ureltexilze-gzis-ziritadi-monakvetebi-2024-wels-dasruldeba-270537977.html
რიკოთის უღელტეხილზე გზის ძირითადი მონაკვეთები 2024 წელს გაიხსნება
რიკოთის უღელტეხილზე გზის ძირითადი მონაკვეთები 2024 წელს გაიხსნება
Sputnik საქართველო
რიკოთზე გამავალი გზა საკვანძოა - ის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს 18.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-18T18:55+0400
2022-09-18T18:55+0400
2022-09-18T18:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1e/249102559_0:322:3068:2048_1920x0_80_0_0_a9bee574233d4aa175add0b357fb8f89.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე ყველა ძირითადი საგზაო მონაკვეთების მშენებლობის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.რიკოთის უბანზე საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში სულ აშენდება 51,6 კმ-მდე სიგრძის ოთხზოლიანი მაგისტრალი, რომელიც გააერთიანებს 97 ხიდსა და 51 გვირაბს. სამუშაოები პარალელურად 88 ხიდსა და 48 გვირაბზე მიმდინარეობს. მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე ოთხ უბნად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევი – 11,6 კმ, ხევი-უბისა – 12,2 კმ, უბისა-შორაპანი – 13 კმ და შორაპანი-არგვეთა – 14,7 კმ.მინისტრის თქმით, პანდემიის პირობებში 70 კმ მაგისტრალური გზის გახსნა მოხერხდა და თბილისიდან ბათუმამდე ჩასვლა დღეს 5 საათის ნაცვლად უკვე 4 საათშია შესაძლებელი.აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე მიმდინარე და დაგეგმილი ყველა საგზაო მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ წითელი ხიდიდან სარფამდე ჩასვლას 8 საათის ნაცვლად 4-4,5 საათი დასჭირდება, აღნიშნა ქარსელაძემ.„შთამბეჭდავია აღმოსავლეთ-დასავლეთის ყველაზე გამომწვევი, რიკოთის მონაკვეთის პროგრესი. 97 ხიდიდან სამუშაოები მიმდინარეობს 90 ხიდზე, 51 გვირაბიდან კი - ყველაზე. 32 გვირაბი უკვე გაჭრილია და ეს პროცესი გრძელდება. რიკოთის ოთხ მონაკვეთს შორის ყველაზე კარგი პროგრესი ხევი-უბისა და უბისა-შორაპნის, ანუ ცენტრალურ მონაკვეთებზე გვაქვს, რომლის კონკრეტული ნაწილის გახსნას წელს ვგეგმავთ, ხოლო მთლიანად რიკოთის 52 კმ-იანი გზის დასრულება უკვე გაისად გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.მინისტრის თქმით, საქართველოში დღეს რაც ხდება ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, არის უპრეცედენტო როგორც მასშტაბით, ისე შინაარსით.მინისტრმა სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის გამოწვევები საბოლოოდ გადალახულია. პროექტის პირველი და მეოთხე მონაკვეთის დასრულება წლის ბოლოს დაიგეგმა.„მხოლოდ პირველი მონაკვეთის გახსნა კი, შესაძლებლობას იძლევა გვქონდეს 86 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალი. შესაბამისად, არგვეთას კვანძიდან, ზესტაფონიდან მაგისტრალით უკვე ლანჩხუთში ჩავალთ. რაც შეეხება მესამე მონაკვეთს, სატენდერო პროცედურები დასრულების ეტაპზეა“, - განაცხადა მინისტრმა.აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1e/249102559_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_0e0d60ebda6abc3e15fb8c246a52400e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, საქართველოს მთავრობა
რიკოთის უღელტეხილზე გზის ძირითადი მონაკვეთები 2024 წელს გაიხსნება
რიკოთზე გამავალი გზა საკვანძოა - ის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე ყველა ძირითადი საგზაო მონაკვეთების მშენებლობის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
რიკოთის უბანზე საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში სულ აშენდება 51,6 კმ-მდე სიგრძის ოთხზოლიანი მაგისტრალი, რომელიც გააერთიანებს 97 ხიდსა და 51 გვირაბს. სამუშაოები პარალელურად 88 ხიდსა და 48 გვირაბზე მიმდინარეობს. მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე ოთხ უბნად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევი – 11,6 კმ, ხევი-უბისა – 12,2 კმ, უბისა-შორაპანი – 13 კმ და შორაპანი-არგვეთა – 14,7 კმ.
„მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა პროექტის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის 460 კმ-იანი მაგისტრალი 30 კმ-ით შემცირება და 430 კმ იქნება. აქედან 219 კმ უკვე გახსნილია მოძრაობისათვის, 118 კმ-ზე კი მიმდინარეობს სამუშაოები. სწორედ ეს არის ის 118 კმ, რომელიც, ფაქტობრივად, ყველა ძირითად მონაკვეთს მოიცავს. ჩვენი გეგმის მიხედვით, 2024 წლის ბოლომდე უკვე ყველა ძირითადი მონაკვეთ იქნება გახსნილი“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის თქმით, პანდემიის პირობებში 70 კმ მაგისტრალური გზის გახსნა მოხერხდა და თბილისიდან ბათუმამდე ჩასვლა დღეს 5 საათის ნაცვლად უკვე 4 საათშია შესაძლებელი.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე მიმდინარე და დაგეგმილი ყველა საგზაო მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ წითელი ხიდიდან სარფამდე ჩასვლას 8 საათის ნაცვლად 4-4,5 საათი დასჭირდება, აღნიშნა ქარსელაძემ.
„შთამბეჭდავია აღმოსავლეთ-დასავლეთის ყველაზე გამომწვევი, რიკოთის მონაკვეთის პროგრესი. 97 ხიდიდან სამუშაოები მიმდინარეობს 90 ხიდზე, 51 გვირაბიდან კი - ყველაზე. 32 გვირაბი უკვე გაჭრილია და ეს პროცესი გრძელდება. რიკოთის ოთხ მონაკვეთს შორის ყველაზე კარგი პროგრესი ხევი-უბისა და უბისა-შორაპნის, ანუ ცენტრალურ მონაკვეთებზე გვაქვს, რომლის კონკრეტული ნაწილის გახსნას წელს ვგეგმავთ, ხოლო მთლიანად რიკოთის 52 კმ-იანი გზის დასრულება უკვე გაისად გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის თქმით, საქართველოში დღეს რაც ხდება ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, არის უპრეცედენტო როგორც მასშტაბით, ისე შინაარსით.
მინისტრმა სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის გამოწვევები საბოლოოდ გადალახულია. პროექტის პირველი და მეოთხე მონაკვეთის დასრულება წლის ბოლოს დაიგეგმა.
„მხოლოდ პირველი მონაკვეთის გახსნა კი, შესაძლებლობას იძლევა გვქონდეს 86 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალი. შესაბამისად, არგვეთას კვანძიდან, ზესტაფონიდან მაგისტრალით უკვე ლანჩხუთში ჩავალთ. რაც შეეხება მესამე მონაკვეთს, სატენდერო პროცედურები დასრულების ეტაპზეა“, - განაცხადა მინისტრმა.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.