„ორი კრისტალური ნიჭი“: იტალიის პრესა კვარაცხელიას და კეტელარეს დაპირისპირებაზე წერს

© photo: Sputnik / Pavel Lisitsin / გადასვლა მედიაბანკშიხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2022
გამოწერა
იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ კვარაცხელია სერია A-ში აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. ამ საღამოს მილანში „სან-სიროს“ სტადიონზე იტალიის ჩემპიონატის ლიდერების შეხვედრა გაიმართება - „მილანი“ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ ეთამაშება.
როგორც Gazetta dello Sport-ი წერს, მატჩის ბედს გადაწყვეტს ორი მოთამაშე - „მილანის“ ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი შარლ დე კეტელარე და „ნაპოლის“ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია.
„ეს დაპირისპირება სცილდება „სან-სიროს“ ფარგლებს: რომელი ბავშვი შეცვლის იტალიურ ფეხბურთს? დე კეტელარესა და კვარაცხელიას შორის მატჩი არის 2001 წელს დაბადებული ორი კრისტალური ტალანტის დაპირისპირება. მათ ბევრი რამ საერთო აქვთ – ბელგიელიც და ქართველიც 2001 წელს დაიბადნენ და ორივე სერია A-ში გადასვლას წინსვლად განიხილავდა“, - წერს გამოცემა.
ავტორი აღნიშნავს, რომ ორივე მოთამაშე კლუბის ინვესტიციად ითვლება, რადგან „მილანმა“ დაახლოებით 35 მილიონი ევრო დახარჯა „ბრიუგედან“ დე კეტელარეს შესაძენად, ხოლო კვარაცხელია ბათუმის „დინამოდან“ 10-12 მილიონი ევრო დაჯდა.
ორი ისეთი წამყვანი მოთამაშის არ ყოფნისას, როგორებიც არიან ლეაო („მილანი“ და ოსიმენი („ნაპოლი“), იტალიის და მთელი მსოფლიოს მზერა იქნება მიპყრობილი დე კეტელარესა და კვარაცხელიაზე, აღნიშნავს ავტორი.
„გამოჩნდება, შეძლებენ თუ არა ისინი დიდ მატჩში გადამწყვეტი როლის შესრულებას“, – წერს იტალიური გამოცემა.
ჩემი შვილი რომ იყოს, ყოველდღე არ ვეტყოდი, რომ საუკეთესოა - სანიოლი კვარაცხელიაზე >>
საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევმა აპრილში „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხვიჩა კვარაცხელია მესამე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია A-ში ასპარეზობს.
აღსანიშნავია, რომ იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ კვარაცხელია სერია A-ში აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
ყველა ახალი ამბავი
0