https://sputnik-georgia.com/20220915/sanioli-kvarcxeliastan-dakavshirebit-komentars-aketebs-270470128.html
ჩემი შვილი რომ იყოს, ყოველდღე არ ვეტყოდი, რომ საუკეთესოა - სანიოლი კვარაცხელიაზე
ჩემი შვილი რომ იყოს, ყოველდღე არ ვეტყოდი, რომ საუკეთესოა - სანიოლი კვარაცხელიაზე
Sputnik საქართველო
ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება, აღნიშნა ვილი სანიოლმა. 15.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-15T21:12+0400
2022-09-15T21:12+0400
2022-09-15T22:41+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/09/259456627_0:74:1300:805_1920x0_80_0_0_ac600e6382a9100e02ce711160c8fb22.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შექმნილ აჟიოტაჟსა და „ნაპოლის“ თავკაცის ლუჩანო სპალეტის განცხადებას გამოეხმაურა.გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ნაპოლი“ შოტლანდიურ „რეინჯერსს“ ესტუმრა და სამბურთიანი სხვაობით, ანგარიშით 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელებმა პირველი გოლი სწორედ ქართველი შემტევის აქტიურობის შემდეგ გაიტანეს, კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანის გამომუშავება მოახერხა. მიუხედავად კვარაცხელიას პროდუქტიულობისა, იტალიელმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი გააკრიტიკა.უეფას ერთა ლიგის მატჩების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა აღნიშნა, რომ სპალეტი კვარაცხელიასთან მიმართებაში სწორ განცხადებებს აკეთებს და ქართველ ფეხბურთელს ბევრი აქვს დასამტკიცებელი.ვილი სანიოლმა ასევე აღნიშნა, რომ ლუჩანო სპალეტი გამოცდილი სპეციალისტია და ის კვარაცხელიას თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება.ერთა ლიგის გათამაშებაში ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები C დივიზიონის მე-4 ჯგუფის სატურნირო ცხრილში 10 ქულით ლიდერობს.საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევმა აპრილში „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხვიჩა კვარაცხელია მესამე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია A-ში ასპარეზობს.აღსანიშნავია, რომ იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ კვარაცხელია სერია A-ში აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/09/259456627_0:100:1300:1075_1920x0_80_0_0_ea23dbc7afb5e431abec0b1c575ed050.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ჩემი შვილი რომ იყოს, ყოველდღე არ ვეტყოდი, რომ საუკეთესოა - სანიოლი კვარაცხელიაზე
21:12 15.09.2022 (განახლებულია: 22:41 15.09.2022) ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება, აღნიშნა ვილი სანიოლმა.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შექმნილ აჟიოტაჟსა და „ნაპოლის“ თავკაცის ლუჩანო სპალეტის განცხადებას გამოეხმაურა.
გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ნაპოლი“ შოტლანდიურ „რეინჯერსს“ ესტუმრა და სამბურთიანი სხვაობით, ანგარიშით 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელებმა პირველი გოლი სწორედ ქართველი შემტევის აქტიურობის შემდეგ გაიტანეს, კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანის გამომუშავება მოახერხა. მიუხედავად კვარაცხელიას პროდუქტიულობისა, იტალიელმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი გააკრიტიკა.
უეფას ერთა ლიგის მატჩების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა აღნიშნა, რომ სპალეტი კვარაცხელიასთან მიმართებაში სწორ განცხადებებს აკეთებს და ქართველ ფეხბურთელს ბევრი აქვს დასამტკიცებელი.
„ხვიჩაზე ბევრს არაფერს ვიტყვი, ეს აჟიოტაჟიც გასაგებია. ჩემი შვილი რომ იყოს, მას ყოველდღე არ ვეტყოდი, რომ ის საუკეთესოა. ჩვენ მასთან დაკავშირებით გარკვეული ბალანსი უნდა დავიცვათ. კვარას პროგრესი მიხარია, მაგრამ ჯერ მაქსიმუმისთვის არ მიუღწევია და მას ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ მაქსიმუმის მიღწევაში. სპალეტის სიტყვები კი იმას ემსახურება, რომ კვარა მომავალში უფრო კარგი იყოს“, – განაცხადა სანიოლმა.
ვილი სანიოლმა ასევე აღნიშნა, რომ ლუჩანო სპალეტი გამოცდილი სპეციალისტია და ის კვარაცხელიას თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
ერთა ლიგის გათამაშებაში ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები C დივიზიონის მე-4 ჯგუფის სატურნირო ცხრილში 10 ქულით ლიდერობს.
საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევმა აპრილში „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხვიჩა კვარაცხელია მესამე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია A-ში ასპარეზობს.
აღსანიშნავია, რომ იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ კვარაცხელია სერია A-ში აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.