ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი გაეროს ტრიბუნაზე
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს ტრიბუნაზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2022
გამოწერა
მთავრობის მეთაური აშშ-ში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის დებატების მონაწილეებს მიმართავს. მანამდე კი პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება.
ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია
ყველა ახალი ამბავი
0