https://sputnik-georgia.com/20220918/gladiatorta-brzolebi-da-cecxlis-sou-awarasi-romauli-festivali-iwyeba-270535329.html
გლადიატორთა ბრძოლები და ცეცხლის შოუ - აჭარაში „რომაული ფესტივალი“ იხსნება
გლადიატორთა ბრძოლები და ცეცხლის შოუ - აჭარაში „რომაული ფესტივალი“ იხსნება
Sputnik საქართველო
გონიოს ციხე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა. 18.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-18T15:55+0400
2022-09-18T15:55+0400
2022-09-18T16:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
კულტურა საქართველოში
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24628/21/246282164_0:65:1000:628_1920x0_80_0_0_84abdb19eaa83a97d09a6cbe6fff9e43.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო 18 სექტემბერს გონიოს ციხის ტერიტორიაზე „რომაულ ფესტივალს“ ატარებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.მუზეუმ-ნაკრძალი, რომელიც მოიცავს გონიოს ციხეს და მიმდებარე ტერიტორიას, 1994 წელს დაარსდა. არქეოლოგიური გათხრების დროს აქ ელინისტური ხანის მასალები აღმოაჩინეს. ციხის ტერიტორიაზე „რომაული ფესტივალი“ 2019 წლიდან იმართება.ორგანიზატორების ინფორმაციით, ციხის ტერიტორიაზე I-III საუკუნეების ძველი რომაელი მეომრების ყოველდღიურ ცხოვრებას გააცოცხლებენ. სტუმრებს საშუალება ექნებათ იხილონ თეატრალური სანახაობა „ფარსმან ქველის სტუმრობა რომში“, რომაული ქორწილი, ანტიკური ცეკვები, გლადიატორთა ორთაბრძოლა, გაცოცხლებული ქანდაკებები, ცეცხლოვანი შოუ.ფესტივალი 16:00 საათზე იწყება, შესვლა თავისუფალია.ფესტივალის სტუმრები ასევე დააგემოვნებენ რომაულ კერძებს, მონაწილეობას მიიღებენ რომაულ თამაშებში და ერთი დღით გახდებიან იმ ეპოქის მონაწილეები.გონიოს ციხე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა. მიიჩნევა, რომ ციხე აგებულია ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში. ცნობილია, რომ საქართველოში ერთ-ერთი უძველესი დასახლება ციხის ირგვლივ მდებარეობდა.გონიო-აფსაროსის ციხე უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობის იყო. ამიტომაც ის წარმოადგენდა ერთ-ერთ დასაყრდენ ციტადელს შავი ზღვის რეგიონში, ჯერ რომის, შემდეგ კი ბიზანტიისა და ოსმალეთის იმპერიებისთვის.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24628/21/246282164_0:0:837:628_1920x0_80_0_0_4da73ccc700a568b724bc17b8905701c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , კულტურა საქართველოში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , კულტურა საქართველოში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
გლადიატორთა ბრძოლები და ცეცხლის შოუ - აჭარაში „რომაული ფესტივალი“ იხსნება
15:55 18.09.2022 (განახლებულია: 16:48 18.09.2022) გონიოს ციხე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა.
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო 18 სექტემბერს გონიოს ციხის ტერიტორიაზე „რომაულ ფესტივალს“ ატარებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მუზეუმ-ნაკრძალი, რომელიც მოიცავს გონიოს ციხეს და მიმდებარე ტერიტორიას, 1994 წელს დაარსდა. არქეოლოგიური გათხრების დროს აქ ელინისტური ხანის მასალები აღმოაჩინეს. ციხის ტერიტორიაზე „რომაული ფესტივალი“ 2019 წლიდან იმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ციხის ტერიტორიაზე I-III საუკუნეების ძველი რომაელი მეომრების ყოველდღიურ ცხოვრებას გააცოცხლებენ. სტუმრებს საშუალება ექნებათ იხილონ თეატრალური სანახაობა „ფარსმან ქველის სტუმრობა რომში“, რომაული ქორწილი, ანტიკური ცეკვები, გლადიატორთა ორთაბრძოლა, გაცოცხლებული ქანდაკებები, ცეცხლოვანი შოუ.
ფესტივალი 16:00 საათზე იწყება, შესვლა თავისუფალია.
ფესტივალის სტუმრები ასევე დააგემოვნებენ რომაულ კერძებს, მონაწილეობას მიიღებენ რომაულ თამაშებში და ერთი დღით გახდებიან იმ ეპოქის მონაწილეები.
გონიოს ციხე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა. მიიჩნევა, რომ ციხე აგებულია ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში. ცნობილია, რომ საქართველოში ერთ-ერთი უძველესი დასახლება ციხის ირგვლივ მდებარეობდა.
გონიო-აფსაროსის ციხე უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობის იყო. ამიტომაც ის წარმოადგენდა ერთ-ერთ დასაყრდენ ციტადელს შავი ზღვის რეგიონში, ჯერ რომის, შემდეგ კი ბიზანტიისა და ოსმალეთის იმპერიებისთვის.