ხულოში ორი სახლი დაიწვა

© photo: Sputnikსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2022
გამოწერა
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები ქირით არიან გადაყვანილი.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეხალაშვილებში წუხელ ღამით ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაიწვა, იუწყება პორტალი „ბათუმელები“.
ხულოს მერია უსახლკაროდ დარჩენილ ორ, 6-6 სულიან ოჯახს საცხოვრებლად დროებით ქირით გადაიყვანს.
„თითოეული ოჯახი ბიუჯეტიდან 20-20 ათას ლარს მიიღებს დახმარების სახით. ასევე, მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა დამატებით თანხა და ამ ოჯახებს, თითოს 20 კუბური მეტრი ხის მასალა გადაეცემა“, – განაცხადა ჯემალ ბერიძემ, ხულოს მერის წარმომადგენელმა ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები დგინდება.
ყველა ახალი ამბავი
0