როგორ აღნიშნავს წელს საქართველოს ეკლესია ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის შობას

© photo: Sputnik / Stringerტაძარი მახათას მთაზე
ტაძარი მახათას მთაზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2022
გამოწერა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში დადგინდა.
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, რომელიც საეკლესიო კალენდრის მიხედვით 21 სექტემბერს აღინიშნება, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება, იუწყება საქართველოს საპატრიარქო.
„ამ დღეს მახათას მთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დაბრძანებული იქნება ათონის მთიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის, - „მანუგეშებლის“ ასლი და აღვლენილი იქნება საზეიმო ლიტურგია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საპატრიარქოს ცნობით, ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება.
წირვას ჩაატარებს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად. წირვაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ათონის მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი.
ავტორიტეტულმა ათონელმა არქიმანდრიტმა ღარიბაშვილის მმართველობას გონივრული უწოდა >>
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში დადგინდა.
© photo: Sputnik / Vitaly An'kov / გადასვლა მედიაბანკშიღვთისმშობლის ხარი
Икона Богородицы - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2022
ღვთისმშობლის ხარი
ბიზანტიაში ღვთისმშობლის შობის დღე ოფიციალურ დღესასწაულად, ყველაზე მეტად გავრცელებული ვერსიით, იმპერატორ მავრიკიუსის მმართველობის პერიოდში, VI–VII საუკუნეების მიჯნაზე დადგინდა. თუმცა, პირველად იგი ნახსენებია V საუკუნის ძეგლებში.
მართლმადიდებლურ ეკლესიაში ღვთისმშობლის შობის დღიდან იწყება თორმეტთაგანი უძრავი საუფლო დღესასწაულების წლიური ციკლი.
წყარო - საქართველოს საპატრიარქო
ყველა ახალი ამბავი
0