ავტორიტეტულმა ათონელმა არქიმანდრიტმა ღარიბაშვილის მმართველობას გონივრული უწოდა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი და არქიმანდრიტი ეფრემი
ირაკლი ღარიბაშვილი და არქიმანდრიტი ეფრემი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2022
გამოწერა
ღარიბაშვილმა და არქიმანდრიტმა საჩუქრები გაცვალეს.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა – ათონის მთაზე ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და ავტორიტეტულმა უხუცესმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკას გონივრული უწოდა.
საქართველოს მთავრობის მეთაური არქიმანდრიტს თბილისში შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქართველი ბერები, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

„როგორც მოგახსენეთ პირად საუბარშიც, ბატონო პრემიერო, მოგვწონს, რომ ქვეყანასაც ძალიან გონივრულად მართავთ. უწმინდესის ლოცვები, პირველ რიგში, და მისი სიყვარულიც ძალიან გეხმარებათ და ყველას გვინდა, რომ ასე გააგრძელოთ, რომ ქვეყანაში წონასწორობა შეინარჩუნოთ“, – აღნიშნა ეფრემმა.

არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის წმინდა გიორგის ქვეყანა, არ დაგავიწყდეთ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრია თქვენი ქვეყანა, აღნიშნა მან.
„იმედია, რომ მომავალშიც ასე დაიცავთ თქვენს ტრადიციებს. გეპატიჟებით კიდევ ათონის მთაზე. კარგი იქნება, რომ ჩამოხვიდეთ უკვე როგორც პრემიერ-მინისტრი“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა ეფრემმა.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი მიესალმა არქიმანდრიტს და გაიხსენა მათი პირველი შეხვედრა.
„დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. მოგესალმებით დიდი პატივისცემით და დიდი სიყვარულით. მე ყოველთვის დიდი სიხარულით ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას პირველად ათონის მთაზე. როდესაც ჩვენ პირველად შევხვდით, მაშინ მე არ ვიყავი პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა პრემიერმა.
არქიმანდრიტმა ეფრემმა პრემიერს წმინდა ღვთისმშობლის ხატი გადასცა. ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, სტუმარს წმინდა ნინოს ხატი უსახსოვრა.
შეხვედრის შემდეგ პრემიერი არქიმანდრიტ ეფრემს ვახშმით გაუმასპინძლდა.
წყარო - მთავრობის პრესსამსახური
ყველა ახალი ამბავი
0