რაზე იმსჯელეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე

© Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2022
გამოწერა
საქართველოში მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში 10,3 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და ახალი ინიციატივები განიხილეს.
სხდომაზე აღინიშნა, რომ რეგიონში და მსოფლიოში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ქვეყანაში პირველ შვიდ თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა -10,3% დაფიქსირდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
სხდომაზე ასევე ხაზი გაესვა ტურიზმიდან შემოსავლების ზრდის ტენდენციას. აღინიშნა, რომ 2022 წლის აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა უკვე მეორედ, პანდემიის შემდეგ, გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 2022 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ტურიზმიდან საქართველომ 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის – 94,6% – აღდგენაა.
საბჭოს წევრებმა რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით იმსჯელეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, 16 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 70 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული და მოსავლის დაბინავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის საწარმოებს ყურძენი 7000-მა მევენახემ ჩააბარა და მათი შემოსავალი 70 მლნ ლარს აღემატება. 140-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი.
ყველა ახალი ამბავი
0