https://sputnik-georgia.com/20220916/sco-wevrma-qveynebma-gadaxdebshi-erovnuli-valutebis-wilis-gazrdis-sagzao-ruka-daamtkices-270503006.html
SCO-ს წევრმა ქვეყნებმა გადახდებში ეროვნული ვალუტების წილის გაზრდის საგზაო რუკა დაამტკიცეს
SCO-ს წევრმა ქვეყნებმა გადახდებში ეროვნული ვალუტების წილის გაზრდის საგზაო რუკა დაამტკიცეს
Sputnik საქართველო
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში 15 სექტემბერს დაიწყო და ის დღეს, 16 სექტემბერს დაასრულებს მუშაობას. 16.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-16T19:39+0400
2022-09-16T19:39+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია
რუსეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/10/270487671_0:127:3187:1920_1920x0_80_0_0_a6723f1ad8ade5e81057809e9039b304.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (SCO) შემავალმა სახელმწიფოებმა სამარყანდში მიმდინარე სამიტზე დაამტკიცეს გადახდებში ეროვნული ვალუტების წილის გაზრდის საგზაო რუკა, იუწყება РИА Новости კრემლის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო მეთაურების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ასეთი გადახდები სულ უფრო მეტი ხდება. მისი თქმით, ორგანიზაციის მონაწილეთა ერთობლივი ძალისხმევით ფართოვდება სავაჭრო-საინვესტიციო გაცვლები და რეალიზდება ურთიერთმომგებიანი კომერციული პროექტები სხვადასხვა დარგებში.სამიტის დასრულების შემდეგ ერთობლივ განცხადებაში SCO-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს სწრაფვა მიწოდების საერთაშორისო ჯაჭვის მდგრადობის, საიმედოობისა და სტაბილურობის, თანამშრომლობის ღიაობისა და ტრანსფარენტულობის უზრუნველყოფისკენ, გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ურთიერთქმედებების გაღრმავებას და ორმხრივი ვაჭრობის ზრდას.ამასთან, მათ აღნიშნეს ცალმხრივი ეკონომიკური ზომების დამანგრეველი გავლენა, რომელიც ეწინააღმდეგება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთო პრინციპებსა და წესებს მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე, მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაზე და მის ყველა მონაწილეზე.SCO-ს სამიტზე სამარყანდის დეკლარაციას მოეწერა ხელი>>>შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში 15 სექტემბერს დაიწყო და ის დღეს, 16 სექტემბერს დაასრულებს მუშაობას. სამიტის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს სამარყანდის დეკლარაციას, რომელშიც გამყარებულია წევრი ქვეყნების პოზიციები უმნიშვნელოვანეს რეგიონულ და გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით.შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) 2001 წელს დაარსდა. მასში შედიან: ინდოეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი და უზბეკეთი. SCO-ს დამკვირვებელი ქვეყნებია: ავღანეთი, ბელარუსი, ირანი და მონღოლეთი; პარტნიორი ქვეყნებია: აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა, ნეპალი, თურქეთი და შრი-ლანკა. 2021 წლის სექტემბერში დუშანბეში გამართულ სამიტზე ორგანიზაციაში ირანისა და ეგვიპტის მიღების პროცედურა, ხოლო კატარისა და საუდის არაბეთისთვის — პარტნიორის სტატუსის მინიჭების პროცედურა დაიწყო.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/10/270487671_229:0:2958:2047_1920x0_80_0_0_38713de1d4055e068b93d8d8c1522e0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
SCO-ს წევრმა ქვეყნებმა გადახდებში ეროვნული ვალუტების წილის გაზრდის საგზაო რუკა დაამტკიცეს
19:39 16.09.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში 15 სექტემბერს დაიწყო და ის დღეს, 16 სექტემბერს დაასრულებს მუშაობას.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (SCO) შემავალმა სახელმწიფოებმა სამარყანდში მიმდინარე სამიტზე დაამტკიცეს გადახდებში ეროვნული ვალუტების წილის გაზრდის საგზაო რუკა, იუწყება
РИА Новости კრემლის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო მეთაურების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ასეთი გადახდები სულ უფრო მეტი ხდება. მისი თქმით, ორგანიზაციის მონაწილეთა ერთობლივი ძალისხმევით ფართოვდება სავაჭრო-საინვესტიციო გაცვლები და რეალიზდება ურთიერთმომგებიანი კომერციული პროექტები სხვადასხვა დარგებში.
სამიტის დასრულების შემდეგ ერთობლივ განცხადებაში SCO-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს სწრაფვა მიწოდების საერთაშორისო ჯაჭვის მდგრადობის, საიმედოობისა და სტაბილურობის, თანამშრომლობის ღიაობისა და ტრანსფარენტულობის უზრუნველყოფისკენ, გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ურთიერთქმედებების გაღრმავებას და ორმხრივი ვაჭრობის ზრდას.
ამასთან, მათ აღნიშნეს ცალმხრივი ეკონომიკური ზომების დამანგრეველი გავლენა, რომელიც ეწინააღმდეგება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთო პრინციპებსა და წესებს მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე, მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაზე და მის ყველა მონაწილეზე.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში 15 სექტემბერს დაიწყო და ის დღეს, 16 სექტემბერს დაასრულებს მუშაობას. სამიტის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს სამარყანდის დეკლარაციას, რომელშიც გამყარებულია წევრი ქვეყნების პოზიციები უმნიშვნელოვანეს რეგიონულ და გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO) 2001 წელს დაარსდა. მასში შედიან: ინდოეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი და უზბეკეთი. SCO-ს დამკვირვებელი ქვეყნებია: ავღანეთი, ბელარუსი, ირანი და მონღოლეთი; პარტნიორი ქვეყნებია: აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა, ნეპალი, თურქეთი და შრი-ლანკა. 2021 წლის სექტემბერში დუშანბეში გამართულ სამიტზე ორგანიზაციაში ირანისა და ეგვიპტის მიღების პროცედურა, ხოლო კატარისა და საუდის არაბეთისთვის — პარტნიორის სტატუსის მინიჭების პროცედურა დაიწყო.