მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

SCO-ს სამიტზე ხელი მოეწერა სამარყანდის დეკლარაციას

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიშანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორუმი სამარყანდში
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორუმი სამარყანდში - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2022
გამოწერა
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრმა ქვეყნებმა სამარყანდის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი რამდენიმე მუხლს შეიცავს, რომელთაგან ერთ-ერთი ძირითადი ისაა, რომ SCO არ არის მიმართული სხვა ქვეყნებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ.
გარდა ამისა, დეკლარაცია ითვალისწინებს წევრებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, რისთვისაც ტერორისტული და ექსტრემისტული ორგანიზაციების ერთიანი ჩამონათვალი შეიქმნება.
დოკუმენტში დაგმობილია „ცალკეული ქვეყნების მიერ გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გაფართოება, რაც საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემუქრება“.
SCO-ს წევრმა ქვეყნებმა დეკლარაციაში დააფიქსირეს მოწოდება, რომელიც ქიმიური იარაღის შექმნის, წარმოების, დაგროვებისა და გამოყენების წინააღმდეგაა მიმართული. აღინიშნა, რომ საჭიროა ასეთი იარაღის განადგურება.
ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ასევე დაამტკიცეს წოდება „SCO-ს კეთილი ნების ელჩი“, და 2023 წელი ტურიზმის წლად გამოაცხადეს.
სულ სამარყანდის სამიტზე მონაწილე ქვეყნებმა 40-მდე დოკუმენტს მოაწერეს ხელი, მათ შორის, თანამშრომლობის, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის შესახებ შეთანხმების რეალიზაციის კომპლექსურ გეგმას.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში 15 სექტემბერს დაიწყო და დღეს, 16 სექტემბერს დაასრულებს მუშაობას.
ყველა ახალი ამბავი
0