საქართველოს პენცენტრს ივა ფეზუაშვილი უხელმძღვანელებს

© courtesy of PEN Georgiaივა ფეზუაშვილი
ივა ფეზუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2022
გამოწერა
პენცენტრის ახალი ხელმძღვანელის არჩევნები 15 სექტემბერს გაიმართა.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. ქართული პენცენტრის ახალი ხელმძღვანელი მწერალი, ლიტერატურული პრემია „საბას“, წინანდლისა და ევროკავშირის პრემიების ლაურეატი ივა ფეზუაშვილი გახდა, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
პენცენტრის ახალი ხელმძღვანელი 2022 წლის 15 სექტემბერს აირჩიეს. კენჭისყრაში ორი კანდიდატი – გიორგი მაისურაძე და ივა ფეზუაშვილი მონაწილეობდნენ. მანამდე კიდევ ერთმა კანდადატმა ერეკლე დეისაძემ თავისი კანდიდატურა მოხსნა.

„პროცედურების თანახმად, კანდიდატებმა წარმოადგინეს თავიანთი სამოქმედო პროგრამის თეზისები და დამატებით უპასუხეს წევრების კითხვებს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ამის შემდგომ უშუალოდ ხმის მიცემის პროცესი ჩატარდა. ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა ივა ფეზუაშვილმა“, – ნათქვამია პენცენტრის განცხადებაში.

ქართველი მწერალი ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია>>
საქართველოს პენცენტრი მწერალთა საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ავტორთა მოსაზრებების გამოთქმის თავისუფლებას იცავს. ორგანიზაციის წინა პრეზიდენტი 2018 წლიდან პაატა შამუგია იყო, ხოლო მანამდე მას პოეტი რატი ამაღლობელი ხელმძღვანელობდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0