https://sputnik-georgia.com/20220423/qartveli-mwerali-evrokavsiris-literaturuli-premiis-gamarjvebulia-266197093.html
ქართველი მწერალი ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია
ქართველი მწერალი ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია
Sputnik საქართველო
კონკურსის პირობების მიხედვით, ლაურეატი იღებს 5000 ევროს და თავისი წიგნის თარგმნის მხარდაჭერას
2022-04-23T18:58+0400
2022-04-23T18:58+0400
2022-04-23T19:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/17/266188775_0:176:960:716_1920x0_80_0_0_e3d9e1a7afbf05b704b6a34d624e15ac.jpg
თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. ქართველი მწერალი ივა ფეზუაშვილი რომანისთვის „ბუნკერი“ ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი გახდა - პრიზი 5000 ევროს შეადგენს.ევროკავშირის პრემია ლიტერატურის დარგში (EUPL) ყოველწლიურად აჯილდოებს საუკეთესო ახალგაზრდა მწერლებს ევროპაში. პრემიის მიზანია - მთელი ევროპის მასშტაბით ახალი გამოჩენილი ლიტერატურული ნიჭის აღიარება, ლიტერატურის გავრცელებისა და თარგმნის ხელშეწყობა და ყურადღების მიპყრობა კონტინენტის შემოქმედებასა და მრავალფეროვნებაზე.ევროპულმა ჟიურიმ ასევე გამოყო ავტორები ბელგიიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, ირლანდიიდან, ესპანეთიდან და უკრაინიდან.ივა ფეზუაშვილის რომანი „ბუნკერი“ გამომცემლობა „ინტელექტში“ 2000 წელს დაიბეჭდა, ორიგინალის ენა ქართულია.„ივა ფეზუაშვილის ახალ რომანში ყარაბაღის ომიდან თბილისში გამოქცეული სიმონიანების საგაა მოთხრობილი – ერთი ოჯახის ამბავი ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ყველა კონფლიქტი, დრამა და გამოცდა ერთიანად დაატყდებათ ამ წიგნის პერსონაჟებს, წარსულის დემონებიც იღვიძებენ და პრობლემის მარტივად, რაციონალურად გადაწყვეტის შესაძლებლობას არ აძლევენ“, - ნათქვამია გამომცემლობის განცხადებაში.პრემიის შესახებ2009 წელს შექმნილი ლიტერატურული პრემია დაარსდა და ფინანსდება ევროკავშირის კულტურული პროგრამის მიერ. ყოველწლიურად კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ევროკავშირის 14-მდე ქვეყანა ირჩევა. თითოეული სახელმწიფოსთვის ინიშნება ეროვნული ჟიური, რომელიც, თავის მხრივ, ირჩევს გამარჯვებულს თავისი ქვეყნიდან.კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ევროკავშირის 28 წევრ სახელმწიფოს (2013 წლიდან), ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებს (ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი), ასევე ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ და პოტენციური კანდიდატ ქვეყნებს.კონკურსის პირობების მიხედვით, თითოეული ლაურეატი იღებს 5000 ევროს და თავისი წიგნის თარგმნის მხარდაჭერას.წყარო - ევროკავშირის პრემია ლიტერატურის დარგში (EUPL) წყარო - გამომცემლობა „ინტელექტი“
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/17/266188775_122:239:763:720_1920x0_80_0_0_7938852042560aa1eae1826342630862.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მწერალი ივა ფეზუაშვილი ევროკავშირი ლიტერატურა პრემია eupl ლაურეატი
მწერალი ივა ფეზუაშვილი ევროკავშირი ლიტერატურა პრემია eupl ლაურეატი
ქართველი მწერალი ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია
18:58 23.04.2022 (განახლებულია: 19:00 23.04.2022) კონკურსის პირობების მიხედვით, ლაურეატი იღებს 5000 ევროს და თავისი წიგნის თარგმნის მხარდაჭერას
თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. ქართველი მწერალი ივა ფეზუაშვილი რომანისთვის „ბუნკერი“ ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი გახდა - პრიზი 5000 ევროს შეადგენს.
ევროკავშირის პრემია ლიტერატურის დარგში (EUPL) ყოველწლიურად აჯილდოებს საუკეთესო ახალგაზრდა მწერლებს ევროპაში. პრემიის მიზანია - მთელი ევროპის მასშტაბით ახალი გამოჩენილი ლიტერატურული ნიჭის აღიარება, ლიტერატურის გავრცელებისა და თარგმნის ხელშეწყობა და ყურადღების მიპყრობა კონტინენტის შემოქმედებასა და მრავალფეროვნებაზე.
„ვინ არიან მხატვრული ლიტერატურის საუკეთესო ავტორები ევროპაში? European Union Prize for Literature მოხარულია გაცნობოთ, რომ ქართველი ავტორი ივა ფეზუაშვილი #EUPL2022-ის გამარჯვებულია რომანისთვის „ბუნკერი“, - ნათქვამია პრემიის ვებგვერდზე.
ევროპულმა ჟიურიმ ასევე გამოყო ავტორები ბელგიიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, ირლანდიიდან, ესპანეთიდან და უკრაინიდან.
ივა ფეზუაშვილის რომანი „ბუნკერი“ გამომცემლობა „ინტელექტში“ 2000 წელს დაიბეჭდა, ორიგინალის ენა ქართულია.
„ივა ფეზუაშვილის ახალ რომანში ყარაბაღის ომიდან თბილისში გამოქცეული სიმონიანების საგაა მოთხრობილი – ერთი ოჯახის ამბავი ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ყველა კონფლიქტი, დრამა და გამოცდა ერთიანად დაატყდებათ ამ წიგნის პერსონაჟებს, წარსულის დემონებიც იღვიძებენ და პრობლემის მარტივად, რაციონალურად გადაწყვეტის შესაძლებლობას არ აძლევენ“, - ნათქვამია გამომცემლობის განცხადებაში.
სიუჟეტის მიხედვით, ქმარდაკარგული მილა მომავალს საყვარელი მეუღლის გარეშე დაგეგმავს. მათი ქალიშვილი სისტემის ნაწილი ხდება და გადაწყვეტს, რომ შურისძიებაა ერთადერთი, რასაც უნდა ემსახუროს. ლაზარე კი – ოჯახის უმცროსი წევრი, რომელსაც მემარცხენე იდეების გატარება ცხოვრების წესად უქცევია, ერთხელაც თავისი პრინციპების დათმობის წინაშე დგება.
2009 წელს შექმნილი ლიტერატურული პრემია დაარსდა და ფინანსდება ევროკავშირის კულტურული პროგრამის მიერ. ყოველწლიურად კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ევროკავშირის 14-მდე ქვეყანა ირჩევა. თითოეული სახელმწიფოსთვის ინიშნება ეროვნული ჟიური, რომელიც, თავის მხრივ, ირჩევს გამარჯვებულს თავისი ქვეყნიდან.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ევროკავშირის 28 წევრ სახელმწიფოს (2013 წლიდან), ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებს (ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი), ასევე ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ და პოტენციური კანდიდატ ქვეყნებს.
კონკურსის პირობების მიხედვით, თითოეული ლაურეატი იღებს 5000 ევროს და თავისი წიგნის თარგმნის მხარდაჭერას.