ინციდენტი ევრობასკეტზე: ქართველ კალათბურთელებს სანქციები ელოდებათ

© photo: Sputnik / Stringerევრობასკეტი-2022. საქართველო-თურქეთი
ევრობასკეტი-2022. საქართველო-თურქეთი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2022
გამოწერა
ვიდეოკამერების ჩანაწერების შესწავლის შემდეგ FIBA არასპორტული საქციელის გამო ინციდენტში მონაწილე კალათბურთელების მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას დაიწყებს.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. ქართველ კალათბურთელებს გოგა ბითაძეს, დუდა სანაძეს, თორნიკე შენგელიასა და თურქ ფურკან კორკმაზს „ევრობასკეტზე“ საქართველო-თურქეთის მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის გამო შესაძლოა სანქციები დაეკისროთ.
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) ოფიციალურ საიტზე დაადასტურა, რომ გამოიძია „ევრობასკეტის“ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრების მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი, რომელიც ფურკან კორკმაზზე თავდასხმას უკავშირდება.

„საქმის მასალების, მათ შორის, ვიდეოკამერების ჩანაწერების შესწავლის შემდეგ ფიბამ გადაწყვიტა დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება არასპორტული ქცევის გამო შემდეგი მოთამაშეების მიმართ: გოგა ბითაძე (საქართველო), დუდა სანაძე (საქართველო), თორნიკე შენგელია (საქართველო) და ფურკან კორკმაზი (თურქეთი). ფიბა ასევე იწყებს დისციპლინურ სამართალწარმოებას ორივე ფედერაციის მიმართ", – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ამასთან, „ფიბა“ მოითხოვს ყველა დაინტერესებული მხარისგან საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, სანამ დისციპლინურ ზომებზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
მატჩი არ გადათამაშდება: FIBA-მ თურქეთის საჩივარი არ დააკმაყოფილა >>
„ევრობასკეტის“ A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა „თბილისი არენაზე“ 88:83 თურქეთის ნაკრები დაამარცხა. მატჩის დროს ერთმანეთს დუდა სანაძე და ფურკან კორკმაზი დაუპირისპირდნენ, რისთვისაც ორივე მათგანი მოედნიდან გააძევეს. თურქული მხარე ამტკიცებს, რომ ინციდენტი გასახდელშიც გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობას ასევე გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელიაც იღებდნენ. თურქული მხარის ვერსიით, კორკმაზს თავს საქართველოს ნაკრების სამი კალათბურთელი დაესხა.
აღსანიშნავია, რომ ფიბამ ამ მატჩის გამო ერთი საჩივარი არ დაუკმაყოფილა თურქულ მხარეს. საქმე ეხებოდა წამების მოკლებას. მართალია, ფაქტი დადასტურდა, თუმცა, ფიბას ვერსიით, თურქულმა მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ ამან მატჩის საბოლოო შედეგებზე გავლენა იქონია. ეს განაჩენი თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ სპორტულ არბიტრაჟში გაასაჩივრა.
წყარო - FIBA-ს ოფიციალური ვებგვერდი
ყველა ახალი ამბავი
0