https://sputnik-georgia.com/20220916/cinetis-delegacia-elizabetis-panasvidze-ar-dausves-270482891.html
ჩინეთის დელეგაცია ელისაბედ II-ის პანაშვიდზე არ დაუშვეს
ჩინეთის დელეგაცია ელისაბედ II-ის პანაშვიდზე არ დაუშვეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერმა ლინდსი ჰოილმა ჩინეთის დელეგაციას დედოფალ ელისაბედ II-სთან გამოსამშვიდობებლად... 16.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-16T10:41+0400
2022-09-16T10:41+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
დიდი ბრიტანეთი
ელიზაბეთ ii
ჩინეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/10/270482713_0:319:3073:2047_1920x0_80_0_0_d4d54018fe720f68b88df8d414b3d4e5.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერმა ლინდსი ჰოილმა ჩინეთის დელეგაციას დედოფალ ელისაბედ II-სთან გამოსამშვიდობებლად ლონდონის ვესტმინსტერ-ჰოლში შესვლის უფლება არ მისცა, წერს Politico წყაროებზე დაყრდნობით.ვესტმინსტერ-ჰოლი ვესტმინსტერის სასახლის ნაწილია, რომელში დაშვებაზე უფლებასაც თემთა და ლორდთა პალატები განკარგავენ. გასულ წელს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა პეკინის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ ჩინეთის ელჩ ჟენ ჩჟენ ცზეგუანს ვესტმინსტერ-ჰოლში ვიზიტები აუკრძალა. პეკინმა სანქციები იმ ბრიტანელ დეპუტატებს დაუწესა, რომლებიც სინცზიანში უიღურების დევნაზე საუბრობდნენ.ამასთან, გაზეთის ცნობით, ჩინეთის დელეგაციას, სავარაუდოდ, მიეცემა ვესტმინსტერის სააბატოში დედოფლის დაკრძალვაზე დასწრების უფლება, რომელიც 19 სექტემბერსაა დანიშნული.ელისაბედ II შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში 8 სექტემბერს გარდაიცვალა 96 წლის ასაკში. 19 სექტემბრამდე მისი კუბო ლონდონის ვესტმინსტერის სასახლეში იქნება დასვენებული, რათა მსურველებმა დედოფალთან დამშვიდობება შეძლონ. დაკრძალვა 19 სექტემბერს ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.აღსანიშნავია, რომ დაკრძალვის ცერემონიაზე არ მიუწვევიათ რუსეთის, ბელარუსისა და მიანმარის დელეგაციები.
დიდი ბრიტანეთი
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/10/270482713_96:0:2827:2048_1920x0_80_0_0_496e322aecdff3eea2fe8ef48ad87669.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დიდი ბრიტანეთი , ელიზაბეთ ii, ჩინეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთი , ელიზაბეთ ii, ჩინეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ჩინეთის დელეგაცია ელისაბედ II-ის პანაშვიდზე არ დაუშვეს
10:41 16.09.2022 (განახლებულია: 15:46 20.07.2023) თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერმა ლინდსი ჰოილმა ჩინეთის დელეგაციას დედოფალ ელისაბედ II-სთან გამოსამშვიდობებლად ლონდონის ვესტმინსტერ-ჰოლში შესვლის უფლება არ მისცა, წერს Politico წყაროებზე დაყრდნობით.
ვესტმინსტერ-ჰოლი ვესტმინსტერის სასახლის ნაწილია, რომელში დაშვებაზე უფლებასაც თემთა და ლორდთა პალატები განკარგავენ. გასულ წელს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა პეკინის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ ჩინეთის ელჩ ჟენ ჩჟენ ცზეგუანს ვესტმინსტერ-ჰოლში ვიზიტები აუკრძალა. პეკინმა სანქციები იმ ბრიტანელ დეპუტატებს დაუწესა, რომლებიც სინცზიანში უიღურების დევნაზე საუბრობდნენ.
„ჩჟენის ადგილი ჩვენს სამუშაო ადგილზე არ არის, ვინაიდან მისმა ქვეყანამ სანქციები დაუწესა ზოგ ჩვენს წევრს“, — განაცხადა ჰოილმა.
ამასთან, გაზეთის ცნობით, ჩინეთის დელეგაციას, სავარაუდოდ, მიეცემა ვესტმინსტერის სააბატოში დედოფლის დაკრძალვაზე დასწრების უფლება, რომელიც 19 სექტემბერსაა დანიშნული.
ელისაბედ II შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში 8 სექტემბერს გარდაიცვალა 96 წლის ასაკში. 19 სექტემბრამდე მისი კუბო ლონდონის ვესტმინსტერის სასახლეში იქნება დასვენებული, რათა მსურველებმა დედოფალთან დამშვიდობება შეძლონ. დაკრძალვა 19 სექტემბერს ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ დაკრძალვის ცერემონიაზე არ მიუწვევიათ რუსეთის, ბელარუსისა და მიანმარის დელეგაციები.