https://sputnik-georgia.com/20220915/socialuraddaucvelta-dasaqmeba-270445713.html
სოციალურად დაუცველთა დასაქმება საქართველოში - პირველი პრობლემები
სოციალურად დაუცველთა დასაქმება საქართველოში - პირველი პრობლემები
Sputnik საქართველო
სოციალურად დაუცველებს შესთავაზეს მუშაობა მუნიციპალიტეტებში სკვერებისა და გზების სარემონტო სამუშაოებზე, ასევე სახლების რემონტი და დალაგება. 15.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-15T11:44+0400
2022-09-15T11:44+0400
2022-09-15T16:32+0400
სოციალური სფერო საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262674527_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_b0b9b3e6d22d9891e954ddef3d69f775.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე მოქალაქეების ნაწილმა უარი თქვა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სამუშაოზე, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ პარლამენტში გამოსვლისას.სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 1 მარტს დაიწყო. მასში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელს ზემოთ შრომისუნარიან მოქალაქეებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120.000-ს და რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ.მისი თქმით, ამ დროისათვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულია 22 ათასი ადამიანი, კიდევ 4,2 ათასმა თავისი მანამდე არაფორმალური საქმიანობა ლეგალიზებული გახადა.პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი 21 ათასი ადამიანი მუნიციპალიტეტებში საქმიანობს სკვერებში, გზების დაგებაზე, სახლების რემონტზე, სახლების დალაგებაზე.დასაქმების პროგრამაპროგრამა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სრულ განაკვეთზე სამუშაოში ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურებას და სახელმწიფო შეღავათებს სთავაზობს. ეს თანხა არ დაიბეგრება.ამასთან, ოთხი წლის განმავლობაში ისინი შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომელიც მანამდე ჰქონდათ, ხოლო მათი სტატუსი არ შემოწმდება.სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე ფორმდება. დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც.მთავრობა სოციალურად დაუცველ 20 ათას პირს დასაქმებაში დაეხმარა>>იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღები პირი უარს იტყვის დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება, თუმცა ეს არ შეეხება შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირებს.სულ 1 აპრილისთვის საქართველოში დარეგისტრირებული იყო 664,3 ათასი სოციალურად დაუცველი პირი, რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის 17,8%-ს შეადგენს.სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ ზრდასრულ წევრზე. 1 ივნისიდან კი სოციალურად დაუცველი ოჯახები თითოეულ არასრულწლოვანზე ყოველთვიურად 150 ლარს იღებენ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262674527_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_0024c6968aa7da6b7ea045d71023fa49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სოციალური სფერო საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო
სოციალურად დაუცველთა დასაქმება საქართველოში - პირველი პრობლემები
11:44 15.09.2022 (განახლებულია: 16:32 15.09.2022) სოციალურად დაუცველებს შესთავაზეს მუშაობა მუნიციპალიტეტებში სკვერებისა და გზების სარემონტო სამუშაოებზე, ასევე სახლების რემონტი და დალაგება.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე მოქალაქეების ნაწილმა უარი თქვა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სამუშაოზე, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ პარლამენტში გამოსვლისას.
სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 1 მარტს დაიწყო. მასში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელს ზემოთ შრომისუნარიან მოქალაქეებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120.000-ს და რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ.
„პირველ ეტაპზე საზოგადოებრივი სამუშაოების მიმართ დიდი ინტერესი იყო და დასაქმების სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს დაახლოებით 60 ათასმა მოქალაქემ მიმართა. პირველადი კონსულტაციის შემდეგ დაახლოებით 22-23 ათასმა მოქალაქემ უარი განაცხადა საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვაზე“, – განაცხადა ბარკალაიამ.
მისი თქმით, ამ დროისათვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულია 22 ათასი ადამიანი, კიდევ 4,2 ათასმა თავისი მანამდე არაფორმალური საქმიანობა ლეგალიზებული გახადა.
პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი 21 ათასი ადამიანი მუნიციპალიტეტებში საქმიანობს სკვერებში, გზების დაგებაზე, სახლების რემონტზე, სახლების დალაგებაზე.
პროგრამა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სრულ განაკვეთზე სამუშაოში ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურებას და სახელმწიფო შეღავათებს სთავაზობს. ეს თანხა არ დაიბეგრება.
ამასთან, ოთხი წლის განმავლობაში ისინი შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომელიც მანამდე ჰქონდათ, ხოლო მათი სტატუსი არ შემოწმდება.
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე ფორმდება. დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც.
იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღები პირი უარს იტყვის დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება, თუმცა ეს არ შეეხება შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირებს.
სულ 1 აპრილისთვის საქართველოში დარეგისტრირებული იყო 664,3 ათასი სოციალურად დაუცველი პირი, რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის 17,8%-ს შეადგენს.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ ზრდასრულ წევრზე. 1 ივნისიდან კი სოციალურად დაუცველი ოჯახები თითოეულ არასრულწლოვანზე ყოველთვიურად 150 ლარს იღებენ.