საქართველოს პრეზიდენტი სომხეთი-აზერბაიჯანის კონფლიქტზე

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2022
გამოწერა
მშვიდობიანი კავკასია – ესაა გზა უფრო ძლიერი, განვითარებული და დამოუკიდებელი რეგიონისკენ, აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველო გმობს სახიფათო ესკალაციას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
სამშაბათს, ღამით სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები გაჩაღდა. მხარეები ვითარების გამწვავებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

„საქართველო გმობს სახიფათო ესკალაციას ჩვენს ორ მეზობელსა და მეგობარს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობიანი კავკასია არის გზა უფრო ძლიერი, განვითარებული და დამოუკიდებელი რეგიონისკენ, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენი მოსახლეობის მომავალს“, – დაწერა ზურაბიშვილმა.

კონფლიქტის გამწვავების შემდეგ ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის ტერიტორია არტილერიისა და დრონების გამოყენებით დაბომბეს. ამასთან საუბარია ტერიტორიებზე, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ყარაბაღთან.
ღარიბაშვილი: საქართველო შეშფოთებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გამწვავებით>>
ბაქოში კი აცხადებენ, რომ საზღვარზე დისლოცირებულმა სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანული ჯარების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მათი მხრიდან საპასუხო მოქმედებები მოჰყვა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა.
ორივე მხარე სამხედროებს შორის დანაკარგების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0